IMG 9800

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

ჯანმრთელობის შესახებ

ჩვენი მოძღვარი განსაკუთრებული გონიერებით იძლეოდა რჩევებს ჯანმრთელობის შესახებ. ამ საქმეში შესაბამისი ცოდნა მან მიიღო, როგორც დიდი ბერის თავგანწირული და სულიერად მდიდარი ცხოვრებიდან, ასევე პირადი გამოცდილებით და წმინდა მამათა, განსაკუთრებით კი, წმინდა ნექტარის შრომების შესწავლით. ის წერდა: “თუმცა გაკვრით გვწერ, რომ ავად ხარ, მე ვხვდები,რომ ძალიან წვალობ და გახდი კიდეც. ასე რატომ იქცევი და რატომ უგულვებელყოფ საკუთარ თავს? არ იცი, რომ. ამგვარად სხეული დაგიუძლურდება და მერე სულიერი ცხოვრების თავი აღარ გექნება? ჩვენი სხეული ჩვენი იარაღია. თუ იარაღს გავაფუჭებთ, ტყვედ ჩაგვიგდებენ იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლება. ამის გარდა, ჩვენ აქ ერთად ვართ: ერთი რომ ჩავარდება, მეორე უვლის; შენ კი მანდ ჯერ საკუთარი ადგილიც კი არ გაქვს. ვინ  მოგხედავს როცა გაგიჭირდება? ჯანმრთელობას გაუფრთხილდი! მოგვიანებით დაინახავ, რომ უკიდურესობაში გადავარდნილხარ. ვიხსენებ წმინდა ნექტარის დარიგეგებს თავისი მონაზონი დედების მიმართ,თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე.იგი საკუთარ თავსაც ისევე უდგებოდა, როგირც სულიერ შვილებს ურჩევდა. ამ დარიგებებიდან ჩვენმა მოძღვმარმა დიდი სარგრბელი მიიღო და ამიტომ მკურნალობაზე დაგვთანხმდა, მაგრამ, როდესაც მისი წიგნი წაიკითხა, უკვე გვიანი იყო”[1].

როდესაც წმინდა ანას მცირე სკიტიდან ნეა სკიტში გადავიდნენ, ჩვენი მოძღვრის ჯანმრთელობა ცოტა გაუმჯობესდა. მაგრამ განუწყვეტელმა შრომამ და მარხვამ ისევ პრობლემები შეუქმნა. თავისი მოძღვრის მსგავსად, მაშინვე არც მამა იოსები მიმართავდა სამედიცინო დახმარებას. ცდილობდა პრობლემები რწმენით გადაეწყვიტა. ის წერდა:”მეორე ეპისტოლეში, რომელიც ალბათ უკვე მიიღე, გწერ, რომ სამკურნალოდ თესალონიკაში უნდა წავიდე. წმინდა უვერცხლოები დაგვეხმარნენ და ამგვარად, წვალებასა და დავიდარაბას გადავურჩი. ასეა ადამიანი, როდესაც რაიმე შემთხევა, ადამიანურად სჯის. ხოლო თუკი იმედს ლოცვასა და ღმერთისადმი შემწეობაზე დაამყარებს, მაშინ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ ვითარდება, და არა ისე, როგორც თავდაპირველად ფიქრობდა”[2].

მოძღვარი გვირჩევდა, ჯანმრთელობას გავფრთხილებოდით და ჩვენი უყურადღებობით რამე ავადმყოფობა არ გამოგვეწვია. თვალწინ სულ დიდი ბერის სწავლება და ის სულიერი გამოცხადებები ჰქონდა, რაც მისგან მოესმინა. ის წერდა:”მეც საკუთარი გამოცდილებით  ვხედავ, თუ რა ძვირფასი რამაა ჯანმრთელობა. ჩემს სულიერ მოვალეობებსაც ვასრულებ და სხვებსაც ვემსახურები. ხოლო როდესაც რაიმე მტკივა ვერც ერთს ვაკეთებ და ვერც მეორეს. პიტიქით სხვების მოსავლელი და ტვირთი ვხდები.აქ იმ სნეულებებს კი არ ვგულისხმობ, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად შეგვეყრება ხოლმე, არამედ იმას, რაც ჩვენი უყურადღებობის და გაუფრთხილებლობის შედეგია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხეული სუსტი და უძლურია (ასე ვთქვათ, ავადმყოფობისადმი მიდრეკილი). როცა ხედავ, რომ კანკალებ და თავბრუ გეხვევა, ვერ ხვდები, რომ საჭმელი გაკლია? იმას კი ნუ უყურებ და ეჯიბრები, ვისაც შეუძლია ერთი-ორი ლუკმა შეჭამოს და მერე უჭმელად გაძლოს. იმას სხვანაირი სხეული აქვს. როდესაც წმინდა ბასილი ადამიანთა შორის განსხვავებაზე ლაპარაკობს, ერთი კარგი მაგალითი მოჰყავს: როგორც რკინა განსხავდება ბალახისგან, ასევე განსხვავდება ერთი ორგანიზმი მეორისგანო.

ჩვენ ბერი გვიყვებოდა, რომ დასაწყისში ძველი მამების მიბაძვა სურდა. თუმცა სხეული ამის საშუალებას არ აძლევდა, ის უკან მაინც არ იხევდა. მაშინ ღმერთმა ასეთი რამ უჩვენა: ხედავს ერთ გოლიათს, რომელსაც კვერთხის მაგივრად მორი უჭირავს და ეუბნება: “აიღე, დაეყრდენი”. მოძღვარი პასყხობს, ვერ აწევო. მაშინ გოლიათი ღიმილით ეუბნება: “თუ ვერ აწევ, რატომ მეჯიბრები?” ამის შემდეგ ის გადაჭარბებულ და ზომაზე მეტ მოღვაწეობას შეეშვა”[3].

ჩვენმა მოძღვარმა გამოცდილებით იცოდა,თუ როგორ მოწმედებს საღმრთო მადლი და ამიტომ ბერისადმი თავგანწირული მორჩილებით ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს გადააჭარბა. ხოლო როდესაც მარტო დარჩა, სხვადასხვა ავადმყოფობების, ჩვეული თავგანწირვისა და რწმენის განეყობა შეინარჩუნა. სხვა სნეულებეთან ერთად, მას კიდევ ერთი დიდი განსაცდელი ელოდა: ერთ კბილში ჩირქგროვა ჩამოუყალიბდა, მაგრამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია. ელოდა, რომ ვინმე ათონიდან გავიდოდა და ისიც გაჰყვებოდა, რათა ექიმთან წასულიყო. მამა პანტელეიმონი ყვება: “მაშინ თქვენი მოძღვარი დაავადდა. კბილი დაუჩირქდა. უთხრეს თესალონიკში წადი, უნდა გაგიჭრან და გაგიწმინდონო. ერთად წავედით თესალონიკაში. თურმე ძალიან მძიმე შემთხევა იყო და იქაურებმა ხელი არ მოჰკიდეს. ათენში წადითო, უთხრეს, ჩვენ აქ ვერ გიშველითო. საღამოს მატარებელში ჩავსხედით და დილით  ათენში ჩავედით. მივედით მომცემლობა “ასტერში”. გამომცემელი მაშინ ბატონი პაპადიმიტრიუ იყო, რომელმაც უამრავი კარგი წიგნი გამოსცა. ის ჩემთვის მამასავით იყო. მას და მის მეუღლე მარიამს სულიერი შვილივით ვყავდი. მათთან დავრჩით სახლში.

მის მაღაზიაში ვისხედით, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ქალბატონი კატინგო პატერა იყო: “მამა პანტელეიმონი, დიაკვანი, მანდ ხომ არ არის?”. ცხონებულმა ბატონმა პაპადიმიტრიუმ მიუგო, დიახ, აქ არისო. ავიღე ყურმილი. “სად უნდა გაათენო ღამე?”- მეკითხება. ბატონ პაპადიმიტიუსთან-მეთქი, მივუგე. “რატონ მასთან დ არა ჩვენთან? მე ხომ მთელი სართული მაქვს სასტუმროდ. სჯობს აქ მოხვიდეთ”. მარტო არ ვარ, ერთი მონაზონი მახლავს-მეთქი, ვუთხარი. “გინდა ორი, გინდა ხუთი გახლდეთ. ასე გაიცნო ეს ოჯახი მოძღვარმა. გაიცნო მათი პატარა ქალიშვილი ირინე, რომელიც ავად იყო. ამის მერე მ. იოსებს წმინდა ჯვრის კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. მძიმე ოპერაცია იყო.მთეკუ სახე გაუსივდა, შიგნით ყველაფერი გაუწმინდეს. ოჰოჰო! ბეწვზე ეკიდა თქვენი მოძღვარი. ერთი კვირა დასჭირდა,რომ გონს მოსულიყო. დადიოდა წინ და უკან, საავადმყოფოდან სახლში”[4].

ამ ოპერაციის დროს, რომელიც 1960 წლის ნოემბერში ჩაუტარდა, ბერმა აუტანელი ტკივიკები განიცადა. ერთადერთი, რაც ახსოვდა, ის იყო, რომ ანესთეზია არ მოქმედებდა. საშინელი ტკივილების გამო გონებას კარგავდა:ბროგორც კი გონს მოდიოდა, ისევ გული მისდიოდა. მთელმა ოპერაციამ ასე ჩაიარა, მაგრამ სასურველი შედეგი მაინც არ გამოიღო. იმ არეში ტკივილები ზოგჯერ მაინც აწუხებდა. წმინდა ეფრემ კატუნაკელს ლოცვაში ეუწყა, რომ მისი ძმობილი საფრთხეში იყო, და რომ ძლიერ ტკივილებს განიცდიდა. ამიტომ ბევრს ლოცულობდა მასზე. ამ ოპერაციის შემდეგ მოძღვარს მეხსიერება დაუქვეითდა.

ოპერაციის შემდეგ წერდა:”მაინცდამაინც კარგად ვერ ვარ. ოპერაციის შემდეგ მდგომარეობიდან ძლივს გამოვდივარ, მაგრამ სხვა რამეც მაწუხებს:  მუცლის არეში ისეთ ტკივილს ვგრძნობ, განსაკუთრებით ღამღამობით, რომ წირვის წინ ჟამნების წაკითხვაც კი არ შემიძლია. ვინ იცის რა მჭირს? გამივლის, თუ ჩემი ცოდვების გამო გამტანჯავს?”[5]

არაადამიანურ ტკივილებს ითმენდა. სანამ ტკივილი გაუსაძლისი არ გახდებოდა, გასასინჯად ერში არ გავიდოდა ხოლმე. ისიც, ბერ ეფრემ კატუნაკელსა და სხვა სულიერი ძმების რჩევით. არ ჩქარობდა ტკივილისგან გათავისუფლებას.1991 წლის მარტში წერდა: “დღითი დღე ჩემი მდგომარეობა უარესდებოდა. საბოლოოდ თირკმელებისა და კუჭის ძლიერმა ტკივილებმა შემაწუხა. მეგონა, რომ აპენდიციტი მქონდა. როდესაც ჩემი მდგომარეობა უკვე ძალიან აუტანელი გახდა, მირჩიეს, ისევ გავსულიყავი ათონიდან, რათა ავადმყოფობა უფრო არ დამძიმებულიყო. გაშუქებაზე კუჭის წყლული გამოჩნდა (თორმეტგოჯა ნაწლავიც), თანაც ძველი და საკმაოდ გამწვავებული. ოპერაცია კი მაინც არ გავიკეთე მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ღმრთისმოშიში ექიმი ძალიან მთხოვდა. ვიფიქრე, იქნებ დიეტის საშუალებით გამოვკეთდე-მეთქი.სამკურნალო წამლები არ მოუციათ, (რადგან ამგვარი არ არსებობდა), მხოლოდ ტკივიკგამაყუჩებელი, რომელიც ჩემზე უარყოფითად მოქმედებდა და ამიტომ მათი მიღებაც შევწყვიტე. ახლა მკაცრ დიეტას ვიცავ და მხოლოდ ხორბლის ფაფას ვჭამ”[6].

ერთი წლის შემდეგ, 1962 წლის თებერვალში, მდგომარეობა გაუარესდა. მიუხედავად ამისა, ღმერთს მადლობდა და ამას წერდა: “დიდება შენდა, ღმერთო! კუჭიც მეტად დამიზიანდა, ვეღარც მარხვას იტანს და არც სახსნილო რგებს”[7]. ძალიან წვალობდა. სურდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა ეს მის სნეულ ორგანიზმს, ჯერ “რწმენის მარაგი ამოეწურა”. პრობლემის ადამიანურ გადაწყეტას ადვილად არ მიმართავდა. მოგვიანებით ჩვენც ამას გვასწავლიდა. იმისთვის, რომ თავი ამგვარ მოწამეობრივ ღვაწლში გაემხბევებინა, თავის სულიერი ძმის, ეფრემ კატუნაკელის მძიმე ჯვარს იხსენებდა. წერდა: “მამა ეფრემი მწარედ იტანჯება მძიმე ავადმყოფობით, ახლა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია. როდესაც ამას ვიხსენებ, ჩემი პრობლემები არარაობად მიმაჩნია. თანაც სამი მოხუცებული მონაზონი ჰყავს მისახედი”[8]. მამა იოსები მის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას და სიყვარულს იჩენდა. წერდა: “მალამო არ დაგავიწყდეს, ჩემო ძმაო, ჩვენი მამა ეფრემისთვის. მაგან უნდა ამოგვიტაცოს მორევიდან, როდესაც ჩვენი ურჯულოებებიდ გამო დანქმას დავიწყებთ”[9]. და სხვაგან: “მწერ, მამა ეფრემის ეგზემა როგორააო. ახლა უკეთ გრძნობს თავს. სანამ ამ მალამოს მივცემდით, სხვა მიუციათ და საკმაო შვება უგრძნია. ახლა ზამთარია და ხშირად ვეღარ ვხედავ. მიხარია, რომ გაიცანი და შენთვის ილოცებს. ძალიან გვჭირდება მისი ლოცვა. ხშირად ყოფილა, რომ მე მეძინა, მას კი ჩემთვის ცრემლი უღვრია. მისი სული სულიერი სიყვარულით არის სავსე”[10].

ერთ-ერთ წერილში ჯანმრთელობის შესახებ ასე წერს: “ავადმყოფობის შესახებ ასე ვიტყოდი – რამდენადაც შეგიძლია, თავს გაუფრთხილდი, დანარჩენზე კი ღმერთს მადლობდე, რადგან ღმერთის დიდი წყალობაა, რომ ადამიანი სნეულებას მოითმენს. დასუსტებული სხეული ზნეობრივ სფეროში დიდ შვებას გრძნობს, და სიმდაბლე უშრომელად მოდის”.


[1] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1959 წლის 8/21 ოქტომბერი

[2] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1959 წლის 2/15 ნოემბერი

[3] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1962 წლის10/23 ნოემბერი.

[4] მონაზონ პანტელეიმონის ნაამბობიდან, 2016 წლის 5/18 თებერვალი.

[5] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1960 წლის 15/28 დეკემბერი.

[6] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1961 წლის 3/16 მარტი.

[7] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1962 წლის 5/18 თებერვალი.

[8] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1962 წლის 10/23 ნოემბერი.

[9] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1962 წლის 4/17 ოქტომბერი

[10] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი,1960 წლის 15/28 დეკემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com