amfiloqe makrisi 1

წმინდა ამფილოქე მაკრისი – როდესაც ვეზიარებით ჩვენს წინაშე უსაზღვრო ჰორიზონტი იშლება

როდესაც ადამიანი წმინდა ზიარების მეშვეობით ქრისტეს შეუერთდება, მაშინ ის ძალიან ყურადღებიანი ხდება საკუთარი სიტყვების, საუბრის მიმართ. მას არ სურს, მეფესთან [ქრისტესთან] საიდუმლო საუბრის შეწყვეტა. როდესაც ვეზიარებით, ჩვენ არამხოლოდ ძალას ვიღებთ, არამედ ვნათლდებით, ჩვენს წინაშე უსაზღვრო ჰორიზონტი იშლება და განვიცდით ენით გამოუთქმელ სულიერ სიხარულს.

განწყობისა და სულიერი ცეცხლის მიხედვით, ყველას სხვადასხვანაირი განცდა აქვს ზიარების შემდეგ. ზოგი გრძნობს – შინაგან სიმსუბუქეს, ზოგი – მხიარულებას, ზოგი – მყუდროებას, სიმშვიდეს. ზოგიც კი – ყველას მიმართ განუზომელ სიყვარულს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ძალიან დაღლილი ვყოფილვარ, მაგრამ ზიარების შემდეგ, მიგრძვნია, რომ დაღლილობა სადღაც გაქრა…

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ