პაისი ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – ლოცვა გულში ქრისტეს დამკვიდრებას ნიშნავს

საკუთარი თავი პატარა ბავშვად აღიქვი, ხოლო ღმერთი შენს მამად და ასე თხოვე ყველაფერი რაც გჭირდება. ღმერთთან ასეთი საუბრით მისგან მოშორება აღარ მოგინდება, იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთში პოულობს ადამიანი უსაფრთხოებას, ნუგეშს, გამოუთქმელ სიყვარულს, რომელიც ღმრთაებრივ სიფაქიზესთანაა შერწყმული. ლოცვა გულში ქრისტეს დამკვიდრებას ნიშნავს. ”შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა” – ბრძანებს წმინდა წერილი. როდესაც ადამიანს ღმერთი უყვარს და მასთან ურთიერთობა აქვს, მას არანაირი მიწიერი არ ხიბლავს. ის შეშლილივითაა. მოასმენინე შეშლილს საუკეთესო მუსიკა: არ იმოქმედებს. აჩვენე ყველაზე ლამაზი სურათები: ყურადღებასაც არ მიაქცევს. საუკეთესო საჭმელი მიეცი, საუკეთესო ტანსაცმელი, ყველაზე მშვენიერი სურნელი: მისთვის ყველაფერი სულერთია, ის მაინც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. ასევეა ადამიანი, რომელსაც ზეციურ სამყაროსთან აქვს ურთიერთობა, ის მთლიანად მას ეკუთვნის და არაფრის ფასად არ უნდა მასთან დაშორება. როგორც ბავშვს ვერ გამოგლეჯ დედის მკლავებიდან ასევე ვერ მოსწყვეტ იმ ადამიანს ლოცვისგან, რომელმაც მისი არსი შეიცნო. რას გრძნობს ბავშვი დედის მკლავებში? მხოლოდ ის მიხვდება ამას, ვინც განიცდის ღმერთის მყოფობას, ხოლო საკუთარ თავს პატარა ბავშვად აღიქვამს.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი