paisi atoneli 1

წმინდა პაისი ათონელი – მაშინ გვიჭირს ლოცვა, როცა არ ვგრძნობდთ ლოცვის მოთხოვნილებას

როდესაც დასვენება მინდა, ვლოცულობ. მივხვდი, რომ მხოლოდ ლოცვა ათავისუფლებს დაღლილობისგან ადამიანს. ამიტომაც ილოცეთ და ისწავლეთ… ლოცვა – სულის დასვენებაა. სული ლოცვაში არ იღლება, რადგანაც ღმერთს ესაუბრება. ისვენებს.

– წმიდაო მამაო რას ნიშნავს ლოცვათ ქვენთვის?
– ვაგზავნი სიგნალს, ვითხოვ დახმარებას. მუდამ ვთხოვ დახმარებას ქრისტეს, ღმრთისმშობელს, წმინდანებს, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. თუ არ ვითხოვ, ვერ მივიღებ. მახსოვს, სამოქალაქო ომის დროს, ამბოხებულებმა ალყაში მოგვაქციეს, 1600 იყვნენ. ჩვენ კი მხოლოდ 180 ვიყავით. მთის უკან გავმაგრდით. რომ შევეპყრეთ ამბოხებულებს, ყველას ამოგვხოცავდნენ. ცენტრთან დასაკავშირებლად ვცდილობდი ანტენა დამეყენებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა: ტყვიები აქცევდა. კაპიტანი ყვირის: ”დაანებე თავი, მოდი აქ, დაგვეხმარე ყუმბარების თრევაში!”. ზოგჯერ ის ტყვიამფრქვევთანაც მიირბენდა, რომ შეემოწმებინა როგორაა საქმე. როგორც კი მიდიოდა, ეგრევე რაციასთან გავრბოდი. სანამ ის ბრძანებებს გასცემდა, ვცდილობდი ანტენა დამეყენებინა და რომ არ გაბრაზებულიყო მეთაური მერე ისევ მივრბოდი ყუთების ზიდვაში დასახმარებლად. საბოლოდ, ჯოხისა და გამნაღმველთა ნიჩბის დახმარებით შევძელი ანტენის აღმართვა და კავშირის დამყარება. მხოლოდ ორი სიტყვა ვთქვი და დამთავრდა! ეს უკვე საკმარისი იყო! დილით მოგვისწრო ავიაციამ და გადაგვარჩინეს. თითქოს ხუმრობაა – 180 კაცი იყო 1600 კაცის ალყაში და გადარჩნენ?

მაშინღა მივხდი მონაზვნის დიადი მისიის არსს – ლოცვით დახმარებას. ზოგი ამბობს: ”რას აკეთებენ მონაზვნები? რატომ არ გამოდიან ერში ადამიანების დასახმარებლად?” ეს იგივია, რომ რადისტს უთხრა: ”რას გიჭირავს რაცია? დააგდე, იარაღი აიღე და წადი ისროლე.”
მთელი მსოფლიოს ყველა რადიოსადგურთანაც რომ დავამყაროთ კავშირი, ამისგან ვერანაირ სარგებელს მივითებთ, თუ არ გვექნა ღმერთთან ურთიერთობა. ნეტარ არიან ისინი, ვისაც დაუმყარებია კავშირ იღმერთთან და ღმრთის მოშიშებით იმყოფებიან მასთან ურთიერთობაში.

მიეჯაჭვე ღმერთს ისე, როგორც ბავშვი ეკიდება მამას კისერზე, მიეკარი და არ გაუშვა, მაშინ იგრძნობ ძალას.
იგრძენი ლოცვის მოთხოვნილება. როგორც სხეულს სიცოცხლისთვის საკვები სჭირდება, ასევე სჭირდება სულს კვება. თუ არ იკვება, დასუსტდება და სულიერად მოკვდება.
– მამაო, რა გვიშლის ხელს ლოცვაში?
– მაშინ გვიჭირს ლოცვა, როცა არ ვგრძნობდთ ლოცვის მოთხოვნილებას. ვისაც არ ესმის ლოცვის არსი, ვერც იგრძნობს ამას, ის ემსგავსება უგუნურ ბავშვს, რომელიც ზურგს აქცევს დედის ძუძუს და ამიტომაც იზრდება სუსტი და ჭირვეული.

– როგორ ვიგრძნოთ ლოცვის მოთხოვნილება?
– ფრონტზე, ომის დროს, თუ მუდამ კავშირში ვიყავით ცენტრთან თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობდით. თუ ყოველ 2 საათში გავდიოდით კავშირზე, მაშინაც უსაფრთხოდ ვგრძობდით თავს. თუ მხოლოდ დღეში ორჯერ, დილას და საღამოს ვუკავშირდებოდით, თავს მიტოვებულად ვგრძნობდით. ასევეა ლოცვაშიც. რაც უფრო მეტს ლოცულობს ადამიანი, უფრო მეტად გრძნობს, რომ ლოცვა – დაცვაა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ