ბავშვებთან ღმერთის შესახებ მრავალსიტყვაობას აზრი არ აქვს, სჯობს მათ შესახებ ღმერთს ესაუბროთ ბევრი. ბავშვს ჩიჩინი კი არა რწმენით აღვსილი ლოცვა სჭირდება; ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია გვერდით გულმხურვალედ მლოცველი ადამიანები ჰყავდეთ. დედას არამარტო ფიზიკური, არამედ ლოცვით ალერსიც უნდა შეეძლოს. ბავშვის სული გრძნობს ამ იდუმალ ალერსს, დედის მიერ მისთვის აღვლენილ იდუმალ ლოცვას და გული მისკენ მიუწევს. როცა დედა ფლობს ხანგრძლივი, დაჟინებული ლოცვის უნარს, როცა შეუძლია შვილი გულმხურვალე ლოცვის საბურველში გახვიოს, მაშინ ბავშვი თავს დაცულად გრძნობს, გულდაჯერებული ხდება, დამთრგუნველი სიმძიმისა და მერყეობისგან თავისუფლდება.
დედები ღელავენ, ბევრს არიგებენ, რჩევით თავს აბეზრებენ, ლოცვა კი არ იციან. ბავშვს ძალიან აზიანებს დაუსრულებელი რჩევა-დარიგება, შენიშვნები. არ ვარგა ამდენი ჩიჩინი. სიტყვამრავლობა სმენას აღიზიანებს; ლოცვა-კი პირდაპირ გულისკენ მიდის. ბავშვებს სჭირდებათ ჩვენგან კეთილი მაგალითი და შფოთისა და მღელვარებისგან დაცლილი, რწმენით აღვსილი ლოცვა.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ