efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ლოცვით აღჭურვილი შევებრძოლოთ ეგოიზმს

ლოცვით აღჭურვილი შევებრძოლოთ ეგოიზმს. დაე, ღამეც არ შეწყდეს იესუს ლოცვა. უსულო სხეული იხრწნება, სიმყრალესა და ბაქტერიებს ავრცელებს. ულოცველი სულიც უსულო სხეულს ჰგავს. ჩვენს თვალთახედვაში მუდამ გვქონდეს მიზანი – იესუს ლოცვით გავანადგუროთ ადამიანურ არსებაში ღრმად გამჯდარი ეგოიზმის მხეცი. ჩვენი სულიც და სხეულიც ღვთის ტაძარია; ავავსოთ იგი ლოცვის კეთილსურნელებით და ასე ვადიდოთ ღმერთი.

* * *

მტრის მიერ შემოგდებულ უკეთურ აზრებს ყურადღება არ უნდა მიაქციო; მყისვე შეუჩერებლივ იმეორე: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ან „მიხსენ მე“; მაშინვე შეამჩნევ, რომ უკეთური გულისთქმები შესუსტდა, გაქრა. მალე აღაც გემახსოვრება ისინი.

ეს მეთოდი უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე დაუცხრომელი და მარადმებრძოლი გულისთქმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. როცა ამ დემონს შეებრძოლები, თუნდაც გაიმარჯვო, ის მაინც ახერხებს შენს სულში ნალექის, ანუ მოგონებების ნაგვის დატოვებას იმის შესახებ თუ როგორ ებრძოდი გულისსიტყვებს.

პირველი მეთოდი, ანუ იესოს ლოცვის გამოყენება ადვილია – სული სწრაფად მშვიდდება.

მეორე მეთოდი – შეწინააღმდეგება რთულია. და თუ ცდუნებაში დახელოვნებულ დემონთან ბრძოლაში დამარცხდი, შენი სული მძიმე ჭრილობებს მიიღებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ