Силуан Афонский. 1930 е

წმინდა სილუან ათონელი – მოძღვრის მეშვეობით საიდუმლოებებში სული წმიდა მოქმედებს

ვისაც სურს მოუკლებლად ლოცულობდეს, სიმტკიცე და სიბრძნე მართებს, ამასთან, ყველაფერს სულიერ მამას უნდა ეკითხებოდეს. თუ მოძღვარს გამოცდილებით არ გაუვლია შინაგანი ლოცვის გზა, მაინც ჰკითხე – შენი სიმდაბლისთვის უფალი შეგიწყალებს და დაგიფარავს შეცდომისაგან. ხოლო თუ იფიქრებ, ჩემი მოძღვარი გამოუცდელია, ამქვეყნიურ ამაოებაშია ჩაფლული, ამიტომ მე თვითონ ვუხელმძღვანელებ საკუთარ თავს წიგნებითო, იცოდე, მოლიპულ გზას ადგახარ და ხიბლიც ახლოსაა ჩასაფრებული. ბევრს ვიცნობ, ვინც ასე მოტყუვდა და მოძღვრის უგულებელყოფის გამო ვერავითარ სულიერ წარმატებას ვერ მიაღწია. მათ დაივიწყეს, რომ საიდუმლოებებში სული წმიდის მადლი მოქმედებს, რომელიც ჩვენ გვაცხონებს. ასე აცდუნებს ეშმაკი მოღვაწეებს, რათა ლოცვაზე ხელი ააღებინონ, ხოლო როცაჩვენი მწყემსების რჩევა-დარიგებებს ვუჯერებთ, სული წმიდა განაბრძნობს სულს.

მოძღვრის მეშვეობით საიდუმლოებებში სული წმიდის მადლი მოქმედებს, ამიტომ, როცა, მოძღვრისგან გამოდიხარ, შენი სული გრძნობს განახლებას, მშვიდობასა და მოყვასის სიყვარულს; ხოლო თუ მოძღვრისგან გამოდიხარ და სულში შფოთი გაქვს, ესე იგი, შენი აღსარება არ იყო სუფთა და თვითონ ვერ შეძელი ძმისთვის ცოდვების მიტევება.

მოძღვარს უნდა უხაროდეს, როცა უფალს მასთან ვინმე მოჰყავს სინანულისთვის, ღვთივბოძებული მადლით უნდა კურნავდეს მის სულს და ამისთვის უფლისაგან დიდ წყალობას მიიღებს, როგორც თავის ცხოვართა კეთილი მწყემსი.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)