i

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – მლოცველი გონება ნათლდება ღმრთისაგან

ჭეშმარიტი ლოცვით აღესრულება ჩვენი შესვლა ღმრთაებრივ ყოფიერებაში სულიწმიდის ძალით. წმიდა ლოცვას მიჰყავს, იზიდავს გონებას გულის შიგნით და ერთად შეკრებს ადამიანს, გონებას და სხეულსაც კი. ლოცვისას გულის შემუსვრილება, საღმრთო მადლთან შეერთებული ცრემლიანი ლოცვა არის უტყუარი დასტური იმისა, რომ გონება შეუერთდა გულს და რომ ნამდვილმა ლოცვამ იპოვა კუთვნილი პირველი ადგილი, ღმერთთან ზეაღსვლის პირველი საფეხური.

გონება, გულში ჩაძირული, განეშორება ამასოფლის სახეებს და სული მთელი ძალებით ღმრთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში, ღმრთისგან გამომავალ ნათელში ხედავს საკუთარ თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს ის ამასთან არა ცხოვრების გარეგან გამოვლინებებს და პირობებს, არამედ თავის თავს განშიშვლებულს თავის არსებაში და გახსნილს თავის სიღრმეში…

გულისმიერ ლოცვაში პიროვნული ღმერთის გრძნობა განწმენდს ლოცვას წარმოსახვებისა და განყენებული მსჯელობებისგან, გადაჰყავს რა ყველაფერი ცოცხალი შინაგანი ურთიერთობის რომელიღაც უხილავ ცენტრში. შინაგანად კონცენტრირებული ლოცვა აღარ წარმოადგენს “ხმობას სივრცეში” და გონება მთლიანად ყურადღებად და სმენად იქცევა. წმიდა ლოცვის მისაღწევად მოღვაწე ქრისტიანი თითქოსდა ყველაფერს ტოვებს თავის უკან და მოუწოდებს ღმრთის სახელს. ბერი სილუანი იმყოფებოდა იმგვარ მდგომარეობაში, რომლის “გამოთქმა შეუძლებელია” (2.კორ.12:4), მაგრამ ვინც თავად განიცადა ცოცხალი ღმერთი, ის გაიგებს. ხშირად მლოცველი გონება ნათლდება ღმრთისაგან.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ