wm. luka yirimeli mkurnali 2

წმ. ლუკა ყირიმელი(მკურნალი) – ლოცვა ქრისტიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა

ლოცვა მთლიანად გარდაქმნის ადამიანთა გულებს. წმინდანებისა და მოწამეების გულები ძალიან განსხვავდება, ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ლოცვას აქვს ის საღვთო ძალა, რომელიც თქვენს გულებში სასწაულს ახდენს. ლოცვა ქრისტიანის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რომელთან შედარებითაც ყველა სხვა საქმე წვრილმანია.

როგორც ხმება წყლის გარეშე ყველა მცენარე, ასევე იმ ადამიანის სულიც იფიტება, რომელიც ლოცვით არ იკვებება. სულსაც სჭირდება ”საკვები” და ”წყალი”. აქ იმ წყალზეა საუბარი, რომლის მიცემაც ქრისტემ სამარიელ დედაკაცს აღუთქვა, წყალი, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება.
როცა ლოცვაზე ვსაუბრობ ხოლმე, ხშირად მეუბნებიან: არ ვიცი ლოცვა, მასწავლეთ!

მე ვპასუხობ, რომ ლოცვა არის უდიდესი და ურთულესი საქმე, ყველა სხვა საქმესთან შედარებით. ჩვენ ვიცით, რომ არც ერთი რთული საქმე ადვილად არ ისწავლება. საჭიროა ხანგრძლივი შრომა ნებისმიერი ხელობის შესასწავლად და დასახვეწად.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)