frZacharias e1606411056803

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – ლოცვით სიკვდილზე გამარჯვება

ლ ო ც ვ ა – სიკვდილზე გამარჯვება

”საუკეთესო საშუალება გარდაცვალებისთვის მოსამზადებლად – ლოცვაა , რომელიც აქ, ამ მიწიერ ცხოვრებაში განგვაცდევინებს უფალს და მასთან აღგვამაღლებს. იესუს სახელის ყურადღებიანი, სიმდაბლით მოხმობისას(უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) ვცდილობთ, რომ მისი ჩვენში მყოფობის ცოცხალი განცდა მოვიპოვოთ. თუ ქრისტეს მოხმობისას არ გვაქვს განცდა მისი ჩვენში მყოფობისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემა ჩვენს შინაგან მდგომარეობაშია. ამ დროს თავი უნდა დავხაროთ და სიმდაბლით, გულის შემუსვრილებით ვთქვათ: ”უფალო, შენი სახელი მოხმობისასაც კი ვცოდავ, შენ თავად მასწავლე სიმდაბლე, შემეწიე, რომ ყურადღებით მოვუხმო შენს წმინდა სახელს”. მალევე ვიგრძნობთ, რომ რამდენადაც ვიმდაბლებთ თავს, იმდენად მხურვალე ხდება ლოცვა.

ლოცვით უფალთან მიახლებას, მის წინაშე წარდგომას, მასში მყოფობას ვსწავლობთ, იმის გაცნობიერებით, რომ მუდმივი, ნამდვილი და ნათელი უნდა იყოს ჩვენი სიცოცხლე ქრისტეში. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ თავის დამდაბლება. ძალიან ბევრი ნაკლოვანებისგან გავთავისუფლდებით, თუ ამ კურთხეულ ჩვევას შევიძენთ. როგორც მამა სოფრონი ამბობდა, ლოცვა დაუსრულებელი შემოქმედებაა, ის გვასწავლის უფალთან მოუკლებელ, ცოცხალ ურთიერთობას. მუდამ ღმერთთან ყოფნის სურვილი არის არსი და საფუძველი ასკეტიკისა, რასაც საბოლოო ჯამში, სიკვდილზე გამარჯვებისკენ მივყავართ”

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)