16 ნოემბერს, 17 სთ-ზე, შედგა ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ახალგაზრდული პარლამენტის ადამიანების უფლებათა კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრის თემა იყო:
“ძალადობა და მისი სულიერი ასპექტები”
ტელეხიდი ორ საათამდე გაგრძელდა. პირველ ნაწილში მამა თეოდორემ ისაუბარა, ხოლო მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.