ieroteos vlaxosi 133

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – წმ. გრიგოლ პალამას სწავლება ღმრთისმშობლის ისიქასტური ლოცვის შესახებ

გამოვყოფ წმინდა გრიგოლ პალამას ერთ ჰომილიას, რომელიც ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ეხება, სადაც წმინდა მამა ამბობს, რომ ღვთისმშობელმა წმიდათა წმიდაში შესვლით მოიპოვა ღმერთთან ურთიერთობა ”მისი მდუმარებით/მყუდროებით”. მიმაჩნია, რომ ეს ჰომილია არის მართლმადიდებლური სწავლების ნიმუში, რომელშიც ჩანს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებასა და აზროვნებით თეოლოგიას შორის განსხვავება, ასევე ჩანს განსხვავება იმ მართლმადიდებლური კურნების მეთოდისა იმისგან, რასაც სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები გვთავაზობენ.

წმ. გრიგოლ პალამა წარმოადგენს ისიქასტური ცხოვრებისა და სულის კურნების მაგალითს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომელმაც წმიდათა წმიდათაში მიაღწია სამება ღმერთთან ურთიერთობას. წმინდა მამა წერს: ”ღმრთისმშობელმა იცოდა, რომ მხოლოდ გონებას (არა ინტელექტს) შეუძლია ღმერთთან შეერთება, ამიტომ დათრგუნა ყველა სხვა ქმედება. ღმრთისმშობელმა მიატოვა სამყარო, განეშორა ადამიანებს, არჩია მარტო ცხოვრება, გაწყვიტა კავშირი ყველაფერ მატერიალურთან და ამვარად ”გონება ჩაუღრმავა თავის თავს და უწყვეტი ლოცვით ევედრებოდა ღმერთს”. ღმრთისმშობელი ე.წ. გონიერი ლოცვით ლოცულობდა, კონცენტრირებული გონებით გულში. ყველანაირი ფიქრისგან განთავისუფლებული ესწრაფვოდა გზას ზეცისკენ ანუ ”გონებით მდუმარებას/მყუდროებას”. სწორედ ამის წყალობით მიაღწია ღმრთის ჭვრეტას.”

ის, რაც ღმრთისმშობელთან დაკავშირებით მოხდა, განმეორდა ღმერთშემოსილ ადამიანებთან. ვინც ღვთიური მადლის ღირსი გახდა ისიქასტური ცხოვრების წესითა და საღმრთო ფერისცვალებით.

წიგნიდან: ”სულიერი მედიცინის მეცნიერება”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ