როგორ შეძლებ ლოცვას, თუ ოჯახში სიმშვიდე არ გაქვს ძმასთან, მეზობელთან, სტუმართან, მეუღლესთან ან შვილებთან? შეუძლებელია ვილოცოთ, თუ საკუთარ სახლში შექმნილი გვაქვს სიცივის, მტრობისა და სიბოროტის მდგომარეობა. დიახ, ჩვენ შეგვიძლია წარმოვთქვათ ლოცვის სიტყვები, მაგრამ სული ვერ გვექნება ლოცვისკენ მიმართული. და პირიქით, როცა ადამიანი სიმდაბლით თვლის, რომ დამნაშავეა ამა თუ იმ უჯერო სიტუაციაში და სიყვარულით ეპყრობა გვერდით მდგომს, მაშინ მადლი არ აყოვნებს მასზე გარდამოსვლას, ასეთ შემთხვევაში ვხედავთ, თუ რა ძალით მატულობს ჩვენი ლოცვის ძალა, სიყვარულის მხოლოდ ერთი უბრალო გამოვლინებით! ე.ი შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენს განკარგულებაში არსებული გასაღები, რომელიც გვიღებს ლოცვის კარებს, არის სიყვარული. ამიტომ მლოცველისათვის აუცილებელია სიყვარულში მოღვაწეობა ყველგან და ყოველთვის, რათა შეძლოს საკუთარი თავის ლოცვის სულით აღჭურვა. ამასთანავე, რასაც ძლიერი ზიანი მოაქვს ლოცვისათვის და განუყრელ კავშირშია სიყვარულთან (უკუპროპორციულ კავშირში) – არის განკითხვა. როცა ვამბობთ, რომ ძმა გვიყვარს და ამავდროულად მას განვიკითხავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გვიყვარს და ამ შემთხვევაში ვერ შევძლებთ ლოცვას. ჩვენგან მოითხოვება დიდი ყურადღება ჩვენს ყოველ მოძრაობაში, სიტყვაში, საქმეში და ყველა მოქმედებაში ძმის მიმართ.
ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©