რას აღარ მისცემდნენ მდიდარი და ძლიერი ადამიანები, რომ უფალი, ან მისი ყოვლადწმინდა დედა ეხილათ, მაგრამ უფალი მდიდარს კი არა, მდაბალ სულს ეცხადება. რად გვინდა ფული? დიდმა სპირიდონმა გველი ოქროდ აქ- ცია, ჩვენ კი უფლის გარდა არაფერი გვჭირდება, რადგან მასშია ცხოვრების სისრულე.
თუ უფალმა არ მოგვცა იმის ცოდნა, თუ როგორ არის სამყაროში ბევრი რამ მოწყობილი, ე.ი. ეს საჭირო არც იყო; ჩვენ არ შეგვიძლია გონებით შევიცნოთ ყველა ქმნილება.
მაგრამ ზეცის, დედამიწის და ყველა ქმნილების შემოქმედი სულიწმინდით თავისი თავის შეცნობის ძალას გვაძლევს. იმავე სულიწმინდით შევიცნობთ ჩვენ ღმრთისმშობელს, ანგელოზებს და წმინდანებს, და იწვის სული მათდამი სიყვა- რულით.
მაგრამ ვისაც მტრები არ უყვარს, ის ვერ შეძლებს უფლის და სულიწმინდის სიტკბოების შეცნობას.
სულიწმინდა მტრების ისეთ სიყვარულს გვასწავლის, როცა სულს ისინი ღვიძლი შვილებივით ეცოდება.
არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ და ეკლესიის მტრებს დაღუპვას და მარადიულ ცეცხლში ტანჯვას უსურვებენ. ისინი ამგვარად იმიტომ ფიქრობენ, რომ სულიწმინდისგან ღმრთის სიყვარული არ უსწავლიათ, რადგან ვინც ეს ისწავლა, ის ცრემლებს ღვრის მთელი ქვეყნიერებისათვის.
შენ ამბობ, რომ ის ბოროტმოქმედია და ამიტომ ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას.
მაგრამ გკითხავ: – ღმერთი თუ სამოთხეში კარგ ადგილს მოგცემს და ამ დროს ცეცხლში იმას დაინახავ, ვისაც ტანჯვა უსურვე, ნუთუ მაშინაც არ შეგეცოდება ეს ადამიანი, თუნდაც იგი ეკლესიის მტერი იყოს? რკინის გული ხომ არ გაქვს? მაგრამ სამოთხეში რკინა კი არა, სიმდაბლე და ქრისტესმიერი სიყვარულია საჭირო, რომელსაც ყველა ებრალება.
ვისაც მტერი არ უყვარს, მასში ღმრთის მადლი არ არის.
მოწყალეო უფალო, შენი წმინდა სულით გვასწავლე მტრებისადმი სიყვარუ- ლი და მათთვის ცრემლებით ლოცვა.
უფალო, მოავლინე დედამიწაზე სულიწმინდა, რათა ყველა ხალხმა შეგიც- და ისწავლოს შენი სიყვარული.