image00094

დროებითი დიდება და მარადიული ჭეშმარიტება – მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

დღეს აღდგომის წინა კვირაა, რომელსაც ჩვენ ბზობის კვირას ვუწოდებთ. ეს არის დღე აღდგომამდეექვსი დღით ადრე. როგორც წმინდა წერილში წავიკითხავთ, ქრისტე ბეთანიაში მივიდა, სადაცხალხი მას პალმის რტოებითა და ტოტებით შეეგება. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „დიდი ამბითადა პატივით“ (ბერძნულად: „ბზებითა და რტოებით“).

დღეს საკითხავ სახარებაზე ბევრი საუბარი და ბევრი რამის აღმოჩენა შეიძლება. ჩვენ კიშევეცდებით რამდენიმე მარტივი რამ ვთქვათ.

ვფიქრობ, პირველი, რაც იერუსალიმში ქრისტეს შესვლისას გვაოცებს, არის თავად ეს ფაქტი. როგორცხედავთ, აღდგომამდე ექვსი დღით ადრე ვართ. ეს იყო ებრაული პასექი, რომელიც ჩვენს აღდგომასარ ემთხვევა. ისინი მას შაბათს აღნიშნავდნენ. ჩვენ კი აღდგომას კვირას ვზეიმობთ, რადგან ქრისტეკვირა დღეს აღდგა. ამრიგად, ბზობის კვირას ჩვენ ვზეიმობთ ქრისტეს იერუსალიმში შესვლას.

აქედან დავიწყებთ. რადგან, როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ქრისტეს ცხოვრების არცერთი დეტალი დანიშანი არ არის უმიზეზო. ქრისტეს ცხოვრებაში არაფერი მომხდარა შემთხვევით.

ასე მოხდა: ადამიანებმა ასე იმოქმედეს და ასე მოიქცნენ. თუმცა, ყველაფერი ღვთის საკვირველიგანგებულების ნაწილია, რათა უფალმა თავისი ცხოვრებითა და მაგალითით ადამიანი დამოძღვროს. აქ ნათქვამია, რომ როდესაც ქრისტე დღესასწაულზე მიდიოდა — ისევე, როგორც ყველა ებრაელიმიეშურებოდა იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად — ხალხმა პალმის რტოები აიღო და მისშესაგებებლად ქალაქიდან გავიდა.

ისინი მას ისეთი პატივით შეეგებნენ, როგორც ებრაელები მეფეებს ხვდებოდნენ ხოლმე: პალმისრტოებით, ხის ტოტებითა და გზაზე დაფენილი სამოსით, რათა მეფეს ღირსეულად გაევლო. ამშემთხვევაშიც ასე მოიქცნენ, მეტიც — ქრისტეს უგალობდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი, ისრაელის მეფეო. მაგრამ ქრისტემ იპოვა პატარა ვირი, ჩოჩორი, დაჯდა მასზე და ასე შევიდა იერუსალიმში. ამით აღსრულდა ზაქარია წინასწარმეტყველისსიტყვები: „აჰა, მოდის შენი მეფე, ვირის ჩოჩორზე მჯდომარე“. ხალხი კი ყიჟინებდა და ადიდებდამას.

თუმცა, სულ რამდენიმე დღეში სურათი სრულიად იცვლება. კვირა, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი… ოთხშაბათ საღამოს ქრისტეს აპატიმრებენ — ისევ დიდი ბრბოს თანხლებით. რომაელმა ჯარისკაცებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ქრისტე, ამიტომ მის მოწაფეს უნდა მიეთითებინამათთვის. დაფიქრდით, რაოდენ დიდი ტკივილი იყო ქრისტეს გარემოცვისთვის, რომ ერთ-ერთიმოწაფე გამხდარიყო ის გამცემი, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით. მან უფალი არა უბრალოდ თითითჩვენებით, არამედ ამბორით გასცა. ასე დამკვიდრდა „იუდას ამბორის“ ცნება — როცა სიყვარულისსიმბოლოთი გასცემ მას, ვინც თავად არის ჭეშმარიტი სიყვარული.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ სად გაქრა მთელი ის ხალხი, რომელიც გაჰყვიროდა: „ოსანა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

მეორე დღეს ეს ხალხი გაქრა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში ეს დიდი სიმრავლე სხვა ბრბოდ იქცა. არვიცით, რამდენად იყვნენ ესენი ერთი და იგივე ადამიანები, თუმცა ნუ გეგონებათ, რომ იერუსალიმიმილიონიანი მეგაპოლისი იყო — ის პატარა ქალაქი იყო და ადამიანებს დიდ მანძილზე მოგზაურობისსაშუალება არ ჰქონდათ. ასე რომ, სავარაუდოდ, ეს ისევ ის ხალხი იყო, ვინც პილატეს მიერ ნაწამებდა გვემული ქრისტეს დანახვაზე, როცა მმართველმა თქვა „აჰა, ადამიანი“, ერთხმად გაჰყვიროდა: „ჯვარს აცვი ეგ!“.

მეტიც, როცა არჩევანი ქრისტესა და ავაზაკ ბარაბას შორის მისცეს — ბარაბასი, რომელიც მკვლელიდა ბოროტმოქმედი იყო — ხალხი ღრიალებდა: „არა ეს, არამედ ბარაბა! ბარაბა გაგვითავისუფლე, იესო კი ჯვარს აცვი!“. ებრაელებს ჰქონდათ ჩვეულება, რომ პასექის დღესასწაულზე მმართველსერთი მსჯავრდებული უნდა გაეთავისუფლებინა. პილატეს ცოლმა, პროკლამ, გააფრთხილა ქმარი: „არაფერი დაუშავო ამ მართალ კაცსო“, და პილატესაც თითქოს კეთილი განზრახვა ჰქონდა, მაგრამხალხის შეეშინდა. მან გადაწყვეტილება ბრბოს მიანდო, თავად კი ხელები დაიბანა — აქედან მოდისგამოთქმა „პონტოელი პილატესავით ხელების დაბანა“. ძალიან ადვილია ხელების დაბანა დაუდანაშაულო სახის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული არჩევანის გაკეთება გიწევს დაგირჩევნია პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო.

მე მინდა ხაზი გავუსვა ამ ხალხის ყოფნას და იმას, რომ ჩვენც ხშირად უნდა ჩავიხედოთ საკუთართავში. მახსენდება ათონის მთაზე ერთი საუბარი: ერთმა ბერმა თქვა, რა დასანანია, რომ ქრისტესდროს არ ვცხოვრობდით, რომ ჩვენი თვალით გვენახა იგიო. ჩვენმა მოძღვარმა კი მიუგო: „მადლობაღმერთს, რომ ქრისტეს დროს არ ვცხოვრობდიო“. გამიკვირდა, რადგან ქრისტეს ეპოქაში ცხოვრებისიდეა მხიბლავდა. ვკითხე: „მამაო, ნუთუ არ ისურვებდით მაშინ ცხოვრებას?“ მან მიპასუხა: „არა,შვილო, რადგან მაშინ რომ მეცხოვრა, დარწმუნებული ვარ, მეც იმათ შორის ვიქნებოდი, ვინც მასჯვარს აცვამდა“.

ნამდვილად, ქრისტეს ჯვარცმისთვის მისი ეპოქა არ არის საჭირო. შენ ნებისმიერ დროს შეგიძლიაჯვარს აცვა ქრისტე შენი ძმების (ადამიანების) სახით და იგივე გაიმეორო. მაგრამ ქრისტემდაგვიტოვა თავისი წმინდა ცხოვრების მაგალითი, რათა ჩვენც მოგვეცეს გამბედაობა და ძალა ჩვენიგზის გასავლელად.

ბზობის კვირა სწორედ ის დღეა, რომელიც ადამიანურ რეალობასა და ვნების კვირის დასაწყისსგვიჩვენებს. ხედავთ? ხალხის თვალში ქრისტე თითქოს დამარცხდა: ერთმა მოწაფემ გასცა, მეორემუარყო, სხვებმა მიატოვეს… ის მარტო დარჩა, შეურაცხყვეს, აწამეს, ჯვარს აცვეს და მოკვდა.

მაგრამ, როდესაც აღდგა, ის პილატესთან არ მისულა იმის სათქმელად: „აჰა, ხომ ხედავ, აღვდექიო“. ჩვენ ალბათ ასე მოვიქცეოდით, მის შესაშინებლად. ქრისტეს კი ეს საერთოდ არ აინტერესებდა. აღდგომის შემდეგ იგი მხოლოდ თავის მოწაფეებს ეჩვენა — მათ, ვისაც მისი ხილვა სურდა და ვინცამის ღირსი იყო. მას არავინ დაუშინებია, არც შთაბეჭდილების მოხდენა უცდია და არც ის უთქვამს: „შეხედეთ, 12 საათზე აღვდგებიო“.

მართლმადიდებლური აღდგომის ხატი არის დიდების მეუფე ქრისტე, რომელსაც ჯოჯოხეთიდანამოჰყავს ადამი და ევა — მთელი კაცობრიობა. ქრისტე არ ახდენს საკუთარი ძალისდემონსტრირებას და არც ხალხის გაოცებაზე ზრუნავს. მისი მიზანი ადამიანის გადარჩენაა.

თუმცა, უფალმა ყველაფერს ნება დართო, ადამიანის თავისუფალი ნების ფარგლებშიგანვითარებულიყო. ვფიქრობ, ებრაელთა ეს სცენა ჩვენ დიდ რამეს გვასწავლის, რადგან ჩვენსცხოვრებაშიც აუცილებლად შევხვდებით მსგავს ვითარებას — შესაძლოა უფრო მცირე მასშტაბით. რათქმა უნდა, ბზებითა და პალმის რტოებით არავინ დაგვხვდება, მაგრამ სხვა ფორმით გამოვლინდებაიგივე: შევხვდებით ადამიანებს, რომლებსაც დღეს ვუყვარვართ, ჩვენი მეგობრები არიან,სიხარულით გვიღებენ და გვისმენენ, ხვალ კი შეიძლება სასიკვდილოდ შეგვიძულონ, გვაწამონ ანუსასრულოდ დაგვადანაშაულონ. და ეს ხალხი უცხო კი არ იქნება, არამედ ჩვენი ნაცნობები, მეგობრები, ისინი, ვისთანაც ღამეები გვითევია.

ზოგჯერ ეს შეიძლება ჩვენი შვილებიც იყვნენ, ან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვიყვარდა. სახარება ქრისტეზე ამბობს: „შეიყვარა თვისნი… და აღსასრულამდე შეიყვარა ისინი“. დაფიქრდით, როცა ვამბობთ, რომ ვინმე მთელი გულით გვიყვარს — რამხელაა ადამიანის გული? გახსოვთ, პატარები რომ ამბობენ, აი ამდენად მიყვარხარო? ადამიანის გული, რაც უნდა დიდი იყოს, მაინცშეზღუდულია, რადგან ადამიანი ხარ და გაქვს საზღვრები.

ხოლო როცა ღმერთი გვიყვარს „აღსასრულამდე“, წარმოიდგინეთ ეს უსასრულობა. სამყაროზედაფიქრდით — მილიონობით სინათლის წელი რომ იმოგზაურო, ის მაინც არ მთავრდება. ღმერთი კისამყაროზე აღმატებულია, რადგან მან შექმნა იგი, და აი, ეს ღმერთი ამბობს, რომ ადამიანიბოლომდე, სრულყოფილად შეიყვარა. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, ღმერთს უყვარდესრულყოფილად — ეს გონებისთვის მიუწვდომელია. და რაც უფრო მეტად გიყვარს, მით მეტადიჭრები სულში. სწორედ ამიტომ, ქრისტეს ტკივილი და იარა, რომელიც მან იგემა, ვერ შეედრებავერცერთი სხვა ადამიანის ტანჯვას.

გარეგნულად შესაძლოა ვინმემ ჯვარცმაზე უფრო მძიმე წამებაც აიტანოს. კი, ქრისტე აწამეს, ტანჯესდა ჯვარს აცვეს, მაგრამ გვყავს მოწამეები, რომლებიც ნაწილ-ნაწილ აკაფეს. აი, წმინდაფილომენოსი იერუსალიმში — მე მას ცოცხალსაც კი მოვესწარი — სულ რამდენიმე წლის წინ ის 72 ნაწილად აკაფეს ცულით. ბოლოს კი ხელყუმბარა ესროლეს და ააფეთქეს. მინდა ვთქვა, რომგარეგნულად ბევრმა მოწამემ შესაძლოა ქრისტეზე მეტი ფიზიკური ტანჯვა დაითმინა, მაგრამ არავისტკენია ისე, როგორც ქრისტეს — არც ფიზიკურად და არც სულიერად — რადგან არავის ჰყვარებიაადამიანები მასზე მეტად.

ქრისტეს შემდეგ, რა თქმა უნდა, ღვთისმშობელი იყო, რომელმაც სიწმინდის მწვერვალს მიაღწია. ამიტომ მანაც, მართალია არა ისე, როგორც განკაცებულმა ღმერთმა, მაგრამ ადამიანურიშესაძლებლობების უკიდურეს ზღვარზე განიცადა ეს ტკივილი. კაცობრიობის მთელი ეს ტრაგედიასწორედ ამ სახარებაშია ასახული.

ეს ჩვენთვის ნუგეშია, რადგან გვიჩვენებს, როგორია ცხოვრება. ეს უნდა ვიცოდეთ და მზად ვიყოთ. არა იმისთვის, რომ ცხოვრების სიხარული ან სხვების სიყვარული დავაკნინოთ, არამედ იმისთვის, რომ არ შევქმნათ კერპები. ვინც ცხოვრებაში კერპებს ქმნის — იქნება ეს ადამიანები, იდეოლოგიებითუ სხვა რამ — ის ადრე თუ გვიან მწარედ დაიჭრება, რადგან ყველა კერპი განწირულიამსხვრევისთვის. თუ ისინი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე არ დაიმსხვრევა, სიკვდილის ჟამს მაინცგანადგურდება.

გონიერმა ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა: მიიღოს მოყვასის სიყვარული მთელიძალით, მაგრამ მზად იყოს იმ წუთისთვისაც, როცა სცენა შეიცვლება, როცა „ოსანა“ და პალმისრტოები გაქრება და მოისმენს ყველაფერ იმას, რაც ქრისტემ მოისმინა რამდენიმე დღეში. და უნდაიცოდეს, რომ ეს ყველაფერიც გაივლის.

ათონის მთაზე ერთი ბერძენი ბერი იყო, რომელიც ბულგარეთში გაიზარდა. ძალიან მოხუცი იყო, თითქმის ას წელს მიღწეული — ბავშვობაში „საიდუმლო სკოლაში“ დადიოდა, წარმოიდგინეთ, რამხელა იყო. მამამისი ვარნის მერი ყოფილიყო. თავის სენაკში მას ბებიის დანატოვარი ერთიჩარჩო ჰქონდა შენახული, რომელზეც ეწერა: ესეც გაივლის“. როცა რაიმე სირთულეს წააწყდებოდაან ვინმე აწყენინებდა, მოხუცი ხელს ჩაგკიდებდა, მიგიყვანდა იმ წარწერასთან და გეტყოდა: „აი, ნახე რა წერია — ესეც გაივლის“. ამბობდა, რომ ადამიანური ყოფა ერთი დიდი თეატრია.

ყველაფერი სრულდება, ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი იცვლება ერთ წამში. ეს იმისთვის კიარ უნდა ვიცოდეთ, რომ გული გაგვიტყდეს და ვთქვათ, არაფერს ფასი არ აქვსო, არამედ იმისთვის, რომ თეატრის ყოველი სცენა სწორად და ღირსეულად ვითამაშოთ, მაგრამ მას არ შევეზარდოთ. არცდიდების ჟამს უნდა დავკარგოთ თავი და ვიფიქროთ, რომ ღმერთები ვართ, და არც მაშინ უნდაჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, როცა მოგვაფურთხებენ და ჩვენს ჯვარცმას მოითხოვენ. არცერთი და არც მეორე — ორივე გაივლის.

იცით, რა არის ერთადერთი, რაც არასოდეს გაივლის? მხოლოდ ღვთის მყოფობა ადამიანის გულში. მხოლოდ ეს რჩება მარადიულად.

ეს არასოდეს გაივლის: ადამიანი, რომელმაც საკუთარ გულში ღმერთი იპოვა, ყველაფრისმფლობელია. წმინდა იოანე ოქროპირზე ჰყვებოდნენ — როდესაც დედოფალი ევდოქსია მის დასჯას, გადასახლებას თუ მოკვლას ცდილობდა, წმინდანს ეუბნებოდნენ: „იცოდე, დედოფალი ყველგანგეძებს, რომ სამაგიერო გადაგიხადოსო“. ის კი არ ცხრებოდა, რადგან თუ ადამიანი „ოქროპირია“, მისი გაჩუმება შეუძლებელია. ასეთია ოქროპირების ბუნება.

იგი დედოფალს პირში ეუბნებოდა ყველაფერს, ამხელდა მის მანკიერებებს. თავად კი არაფრისეშინოდა, რადგან ღვთის კაცი იყო. სულიწმიდა, რომელიც მის სულს წინამძღოლობდა, ასწავლიდა, რომ დედოფლის ბოროტება და უკანონობა ემხილებინა.

ეუბნებოდნენ: „გაგასახლებს, გაწამებს, ნაწილ-ნაწილ დაგჭრის, მთელ ქონებას ჩამოგართმევსო“. ისკი ამ ყველაფერს აუღელვებლად უსმენდა. „რას მიზამს? ქონებას წამართმევს? მე ხომ ქონება არმაქვს. მომკლავს? მე ისედაც სუსტი და ტანჯული ვარ, სიკვდილით მხოლოდ ტანჯვას დავაღწევ თავს. გადამასახლებს ქვეყნის კიდეში? უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი — მთელი სამყარო ღვთისაა, სად უნდა გადამასახლოს? ხერხით დამჭრის? წინასწარმეტყველი ესაიაც ხერხით გაჭრეს“.

ბოლოს თავის მოწაფეებს უთხრა: „იცოდეთ, იოანეს ვნებას ვერავინ მიაყენებს. ვერავინ მავნებსჩემს გარდა. მხოლოდ მე შემიძლია ვავნო საკუთარ თავს ჩემი ცოდვებითა და ვნებებით. ვერცდედოფალი, ვერც ჯარისკაცები, ვერც ჯალათები და ვერც საპყრობილეები ვერაფერს დამაკლებენ“.

ეს არის ჭეშმარიტი ზიანი — ჩვენივე ცოდვები და ვნებები. ხოლო ჭეშმარიტი სიკეთე ღმერთთანერთობაა. თუ ღმერთთან ხარ, არაფრის გეშინოდეს. წმინდა კოზმა ეტოლიელი დატყვევებულბერძნებს ეუბნებოდა: „როცა თურქები მოვლენ და ფულს მოგთხოვენ — მიეცით; იარაღს, პირუტყვს, სახლებს მოგთხოვენ — ყველაფერი მიეცით. ნუ ნერვიულობთ, ოღონდ სულს ნუ მისცემთ. სულიშეინარჩუნეთ, სხვა ყველაფერი დათმეთ, არ არის პრობლემა“.

სწორედ ჩვენს სულს აქვს უდიდესი, შეუფასებელი ღირებულება. როგორც ქრისტემ თქვა: „რასარგებელი აქვს ადამიანს, თუ მთელ ქვეყანას შეიძენს, საკუთარ სულს კი ავნებს?“ შეიძინე მთელისამყარო, გქონდეს ყველაფერი, რასაც ინატრებ — თუ სულს დაკარგავ, არაფერს აქვს ფასი. ხოლო თუსულს გადაირჩენ, სხვა რომ არაფერი გქონდეს, არაფერი გაკლია. აბსოლუტურად არაფერი.

ეს არის ერთადერთი მუდმივი ღირებულება — ღვთის მყოფობა ადამიანში. ქრისტეს ცხოვრებიდანუნდა ვისწავლოთ მოვლენებისადმი ასეთი დამოკიდებულება, რათა სულში მშვიდობა გვქონდეს. ქრისტემ თქვა: „ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი“. ნუ შეგაშინებთ ამ სოფლის მოვლენები.

დღეს ბევრი სირთულეა: ეკონომიკური კრიზისი, იმედგაცრუება, პრობლემები ოჯახებში, ნათესავებთან თუ მეგობრებთან. ძველი თუ ახალი მეგობრები ზოგჯერ ვერაგულად და მზაკვრულადიქცევიან. ათასი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გული ნუ შეგვეძვრება. ციხეში ჩაგსვამენ თუ სხვარამეს დაგიშავებენ — შეხედეთ ამ ყველაფერს, როგორც წარმავალ თეატრს. ეს ყველაფერიტალღასავით გადაივლის.

მხოლოდ ის რჩება, რაც მუდმივია. მუდმივი, მარადიული და შეურყეველი კი არის ღმერთი დაადამიანის კავშირი მამა ღმერთთან. სწორედ ამას გვასწავლის ქრისტეს ეს სცენა და ის მომდევნოდღეებიც, როცა თეატრის დეკორაცია შეიცვლება და მთელი ბოროტება მის ჯვარცმას მოითხოვს. ადამიანთა თვალში ქრისტე დამარცხებული და საცოდავი ჩანდა, მაგრამ მორწმუნეთა და ღვთისწინაშე ის არის სიკვდილის მძლეველი, რომელმაც მთელ სამყაროს სიცოცხლე მიანიჭა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ამ სახარებისეული საკითხავიდან, რომელზეც მინდაშევჩერდეთ, არის ეპიზოდი მარიამთან — ლაზარეს დასთან, რომელიც ქრისტემ მკვდრეთითაღადგინა. გახსოვთ, მან აიღო ჭურჭელი ძალზე ძვირფასი ნელსაცხებლით, რომელიც მოგვიანებითიმ საცოდავმა იუდამ სამას დინარად შეაფასა. სამასი დინარი იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო.მარიამმა ეს ნელსაცხებელი ქრისტეს ფეხებზე სცხო და თავისი თმებით შეუმშრალა. ქრისტეს მასზეარაფერი უთქვამს, არ დაუშლია, არც ის უთხრა, რაც იუდამ — რომელმაც ვითომ კაცთმოყვარეობაგამოიჩინა და თქვა: „რა საჭიროა ეს ფლანგვა?“ სხვა მახარებელთან სწორედ ასე წერია — რატომგაიფლანგა ეს ნელსაცხებელი, რატომ დაიღვარა ქრისტეს ფეხებზე, ნუთუ არ სჯობდა ეს სამასიდინარი გლახაკებისთვის დაგვერიგებინაო?

რა თქმა უნდა, შეიძლებოდა ამ ფულის გლახაკებისთვის მიცემა, მაგრამ აქ წერია: „ეს იმიტომ კი ართქვა, რომ გლახაკები ადარდებდა, არამედ იმიტომ, რომ თავად ქურდი იყო“. რაც საერთო ყულაბაშიგროვდებოდა, ის იქიდან მალულად თავის წილს იპარავდა. თანაც ებრაელი იყო, ნუ დაგვავიწყდებაესეც.

თუმცა, ბავშვებო, დაფიქრდით მეორე მხარეზეც: თორმეტ მოწაფეს შორის, რომლებიც თავადქრისტემ ამოირჩია, რომლებიც დღე და ღამე მასთან იყვნენ, მისი წარმომადგენლები და ყველაზეახლო ადამიანები გახდნენ — სწორედ მათ შორის ერია ერთი ქურდი.

ნუთუ ქრისტემ არ იცოდა, რომ ის ქურდი იყო? განა არსებობდა რამე, რაც მისთვის უცნობი იყო? რათქმა უნდა, იცოდა. მაგრამ რა გააკეთა ქრისტემ? არაფერი. ის ქურდობდა, უფალი კი მას არცშეურაცხყოფდა და არც ხალხის წინაშე ამხელდა: „ხალხო, იცოდეთ, ჩვენ შორის ქურდიაო“. არუფიქრია: „რას იტყვის ხალხი ჩვენზე? ჩვენ სხვებს ვასწავლით და ერთი მოწაფე ქურდი გვყავს?მოდი, გავაგდოთ, შორს მოვიცილოთ, რომ ჩვენს სახელს ჩრდილი არ მიადგეს და ჩვენც ქურდებად არჩავითვალოთო“.

ქრისტეს ასეთი კომპლექსები არ ჰქონია. ის პატივს სცემდა ადამიანის თავისუფლებას მაშინაც კი, როცა ეს ადამიანი სცოდავდა. სხვა მოწაფეებმაც იცოდნენ, რომ ის ქურდი იყო. აი, იოანე პირდაპირამბობს: „ქურდი იყო, ყულაბა ჰქონდა და შიგ ჩაყრილს იპარავდაო“.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: „უფალო, თუ იცოდი, რატომ მიეცი მას საერთო ყულაბა? სხვა, უფროპატიოსნისთვის მიგეცაო“. მაგრამ მას დაუტოვეს ეს საქმე. მათ საერთო ცხოვრება ჰქონდათ, საერთოყულაბა, სადაც ყველაფერს ერთად დებდნენ და სწორედ ამ ფულს განაგებდა იუდა. ამიტომაცადარდებდა მას ფული — უნდოდა, რაც შეიძლება მეტი ჩასულიყო სალაროში, რომ მეტი მოეპარა. დაამ დროს „კაცთმოყვარეს“ როლს თამაშობდა.

სახარების ეს ადგილი მაგონებს ზოგიერთ ჩვენგანს, ვინც ამბობს: „ეკლესიაზე იმიტომ ვბრკოლდები, რომ იქ ფუფუნებაა. რატომ არ ურიგებთ ამდენ ფულს ღარიბებს? რატომ ყიდულობთ ჭაღებს, რატომხატავთ ფრესკებს და ხატებს?“

რა თქმა უნდა, ბავშვებო, როგორც ქრისტე ამბობს, გლახაკები ყოველთვის გვჭირდება. მათყურადღება და მოვლა სჭირდებათ. მაგრამ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ადამიანს სხვა ბევრი რამეც სჭირდება.

ამბობენ ხოლმე: „რატომ აშენებთ ეკლესიას? ის ფული ღარიბებს მიეცითო“. ესეც შეიძლება, დაღარიბებს რომ ფული არ მივცეთ, ალბათ კიდევ უფრო მეტს ავაშენებდით, მაგრამ ადამიანსეკლესიაც სჭირდება. თქვენ ხომ არ ამბობთ: „რატომ ვაშენებთ საავადმყოფოს და არა ღარიბებსვაძლევთ ფულს?“ — რადგან საავადმყოფო საჭიროა. ასევე არ ვამბობთ ამას სკოლაზე, თეატრზე, სტადიონზე თუ სპორტულ მოედანზე.

ორგანიზებულ საზოგადოებასა და ქალაქს სჭირდება ტაძარიც, სპორტდარბაზიც, მოედანიც, სერიოზული თეატრიც, საავადმყოფოც და სკოლაც. თანაც, ყოველივე ეს ხარისხიანად და კარგადუნდა იყოს გაკეთებული. შეუძლებელია ეს ყველაფერი ზერელედ და დაუდევრად აკეთო. და რა თქმაუნდა, ერთი საქმის კეთება მეორეს არ უნდა აკლებდეს.

დღეს, როცა მსოფლიოში და ჩვენთანაც ასეთი დიდი ეკონომიკური კრიზისია, ნათლად ჩანს ერთირამ: ადამიანს მხოლოდ ერთი თეფში საჭმელი და ფული არ შველის. ცხადია, როცა შია, უნდა ჭამოს; როცა უჭირს, ფინანსურად უნდა დაეხმარო. მაგრამ ადამიანს სხვა მოთხოვნილებებიც აქვს. მას აქვსსხვა ბუნება, რომელიც თავადვე უნდა აღმოაჩინოს. სწორედ გაჭირვების ჟამს უნდა იპოვოსადამიანმა თავის ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც საჭმელზე და მატერიაზე გაცილებით მნიშვნელოვანიდა სასიხარულოა.

გახსოვთ, რა თქვა ქრისტემ სახარებაში? „არა მხოლოდ პურითა ცოცხლობს ადამიანი“. მხოლოდპურით ვერ იცოცხლებ. შეიძლება პური გქონდეს, მაგრამ სხვა რამ გაკლდეს და მოკვდე იმაზე ადრე, ვიდრე ბიოლოგიურად აღესრულები. შეიძლება შენი სხეული ცოცხალი იყოს, მაგრამ სული — მკვდარი. ეს გაცილებით უარესი სიკვდილია. როდესაც ქრისტემ ეს სიტყვები თქვა, მას იუდასთვის არუთქვამს, რომ ის მართალი იყო და ფული გლახაკებისთვის უნდა მიეცათ, არამედ უთხრა, რომმარიამისთვის თავი დაენებებინა.

ქრისტემ ეს იმით განმარტა, რომ თავის მოწაფეებს ამზადებდა — სულ რამდენიმე დღეში ის უნდამომკვდარიყო: „ეს ჩემი დამარხვის დღისთვის გააკეთაო“. თუმცა მან სხვა განზომილებაც აჩვენა: „გლახაკნი ყოველთვის თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის არ გეყოლებითო“. ამით უფალმამიგვანიშნა, რომ მთავარი მიზანი ღარიბების გამდიდრება ან მდიდართა გაღარიბება კი არ არის, არცმხოლოდ სოციალური სამართლიანობის დამყარება; მთავარი მიზანი ქრისტეს პოვნაა. თუ ქრისტესმოიპოვებ, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და მოწესრიგდება.

თუ მას ვერ მოიპოვებ, მაშინ ყველაფერი დაშლილი და დანაწევრებულია. არც ფულს, არც მატერიას, არც დიდებასა და ცოდნას ფასი აღარ აქვს. ღვთის გარეშე ყველაფერს აქვს „ვარგისიანობის ვადა“, რომელიც ადრე თუ გვიან იწურება.

დასასრულს, მინდა გითხრათ: ჩვენ წინაშეა ვნების კვირა, რომელიც შაბათს, ლაზარეს აღდგინებითიწყება. ეს არის ქრისტესა და ყოველი ჩვენგანის აღდგომის წინასახე და დასაწყისი. ლაზარესაღდგინებით ქრისტე ადასტურებს საერთო აღდგომას — რომ ჩვენ ყველანი აღდგომისკენმივდივართ. ჩვენს ცხოვრებას სწორედ აღდგომისა და ღვთის სასუფევლის პერსპექტივიდან უნდავუყურებდეთ. ნუ დავიხრჩობით იმაში, რაც დღეს გვემართება. დღეს შეიძლება უფსკრულიდანგვიწევდეს ყვირილი, მაგრამ ეს გაივლის, ყველაფერი შეიცვლება. უნდა გვესმოდეს, რომ არც აწმყოგანსაცდელს და არც დროებით წარმატებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

შემდეგ მოდის ბზობის კვირა და შევდივართ ვნების კვირაში, სადაც ყოველ დღეს თავისიდატვირთვა აქვს. კულმინაციაა დიდი ოთხშაბათი და დიდი ხუთშაბათი, როდესაც ქრისტე გვიტოვებსსაიდუმლო სერობას, თავის მოწაფეებს ღმერთს აბარებს და ვნებისკენ მიდის. დიდი პარასკევი — ჯვარცმა, გარდამოხსნა და გარდამოხსნის წინაშე ლოცვა… რომელიც ჩვენ ხშირად უბრალოფოლკლორად და ტრადიციად ვაქციეთ. ამ საერო განწყობამ ყველანი დაგვღალა. მაგრამ იცით, რაარის კარგი? როცა გაისმის „ქრისტე აღდგა“, ყველაფერი იწმინდება. ის ხალხი, ვინც მხოლოდტრადიციისთვის მოვიდა, მიდის და ეკლესიაში ვრჩებით მხოლოდ ჩვენ — ისინი, ვისაც ქრისტესსისხლისა და ხორცის ზიარება გვსურს.

საოცარია: როგორც კი „ქრისტე აღდგა“ გაისმება და წინასწარმეტყველების მუხლებს ვკითხულობთ— „აღსდგეს ღმერთი და განიბნინენ მტერნი მისნი და ივლტოდენ პირისა მისისაგან მოძულენიმისნი“ — ხედავ, როგორ გარბის ხალხი ტაძრიდან. გინდა დაუძახო: „სად გარბიხართ, დაბრუნდით! სულ ხუთი-ათი წუთი გავიდა!“ თითქოს ეკლესია მართლაც ეუბნება ყველას, ვისაც ქრისტე სძულს — წადითო! ეს ეშმაკის ტრიუმფია. სულიერი თვალები რომ გვქონდეს, დავინახავდით, ეშმაკი როგორიფშვნეტს ხელებს ამ სანახაობაზე. ზემოდან რომ გადახედოთ ტაძრის ეზოს, დაინახავთ ათასობითანთებულ სანთელს, რომლებიც ნელ-ნელა, „ქრისტე აღდგას“ გალობის პარალელურად, ტაძარსშორდებიან.

ათიოდე „ქრისტე აღდგას“ შემდეგ ყველაფერი იწმინდება. ვრჩებით მარტო. შედიხარ ტაძარში დაფიქრობ: „ეს არის ყველაზე დიდი სასწაული — როგორ განწმინდა ღმერთმა აქაურობა ერთ წამში“. თითქოს გვეუბნება: „ან დარჩით აქ და ეზიარეთ ჩემს სისხლსა და ხორცს, ან წადით, არავინგაკავებთ“. ქრისტეს არ სურს, რომ მას მხოლოდ როგორც ტრადიციას ან კულტურულ მოვლენას ისევუყურებდეთ. სწორედ ამიტომ, აღდგომის შემდეგ ის აღარ ეჩვენა მათ, ვისაც მისი არ სწამდა. ჩვენრომ ვიყოთ, პირველ რიგში მათთან მივიდოდით, ვინც ჯვარს გვაცვა, რათა დაგვენახებინა: „აჰა, ხომხედავთ, აღვდექი, ახლა რას მიზამთო?“ ქრისტე კი ასე არ ფიქრობს, მას არ აქვს კომპლექსები, მასღვთაებრივი დიდსულოვნება აქვს.

ვნების კვირა ყველაზე დიდი სკოლაა. იარეთ ტაძარში, მოთმინებით დაესწარით მსახურებებს, წაიკითხეთ ის საოცარი საგალობლები, რომლებიც ქრისტეს საიდუმლოში შეგვიყვანენ. დარჩითაღდგომის ღამეს და ეზიარეთ, რათა გაიგონოთ ღვთის ხმა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ქრისტეს კვალდაკვალ სიარული, რადგან ჩვენი ცხოვრებაც, არსებითად, ქრისტეს ვნებისგზას ჰგავს: ჩვენც გვაქვს სირთულეები, პრობლემები, თითოეული ჩვენგანი საკუთარ ჯვარს ატარებს— ტკივილით, საწუხარითა და შფოთით სავსეს. უნდა ვისწავლოთ, როგორ გარდავსახოთ ეს ტანჯვამარადიულ სიცოცხლედ, როგორ ვაქციოთ ძმარი — სიტკბოდ და საწამლავი — წამლად. თუ ამასშევძლებთ, მაშინ ქრისტეს მსხვერპლს ჩვენთვის აზრი ჰქონია. თუ არა და… დავიჭერთ პატარასანთელს, წავალთ სახლში და ყველაფერი ისევ ისე დარჩება.

წყარო: https://youtu.be