2-11-1897 – ფრანცისკო კოტისის (შემდგომში ბერ იოსების) დაბადება, კუნძულ პაროსის სოფელ ლეფკესში.
1908 – მისი ძმის, ნიკოლოზის (შემდგომში მონაზონ ათანასეს) დაბადება.
1913 – მამის – გიორგი კოტისის გარდაცვალება.
1914 – სამუშაოდ გამგზავრება ჯერ ათენის შემოგარენში, შემდეგ კი თვით დედაქალაქში.
1915-1917 – ორწლიანი სამხედრო საზღვაო სამსახური.
1917-1918 – ნაყოფიერი ვაჭრობის წლები.
1917/1918 – დაწინდვა. 18 წლის საცოლის გარდაცვალება.
1918/1919 – პირველი ხილვა. მონაზვნობაზე ფიქრი, პენტელის მთებში მოღვაწეობა.
1921 – ბერის დისშვილ დიონისეს დაბადება.
1921 – ერული ცხოვრების მიტოვება, ათონის წმიდა მთაზე დამკვიდრება.
1923 – შეხვედრა წმიდა დანიელ კატუნაკელთან.
1923 – შეხვედრა მამა არსენისთან. კატუნაკების ხარების კალივაში დასახლება მოხუცი ბერების – იოსებისა და ეფრემის მორჩილებაში.
ათანასეს ლავრის მონაქოლოგიონში ჩაწერა.
6-8-1924 – ბერის დისშვილ ბარბარეს დაბადება.
31-8/13-9-1924 – დიდ სქემაში აღკვეცა წმ. ათანასე ათონელის გამოქვაბულში მღვდელმონაზონ ექვთიმეს მიერ.
1925/26 – წმ. ბასილის სკიტის ნათლისმცემლის კალივაში გადასვლა.
1929 – პირველი გასვლა ათონის გარეთ. შეხვედრა დედასთან და ბერ იერონიმე ეგინელთან.
8/21-9-1929 – ღირს დანიელ კატუნაკელის მიცვალება.
1929 ოქტომბერი – ბერ დანიელ დაყუდებულის გარდაცვალება.
1930-1937 – დრამის რაიონის სოფელ გეროვიცაში დედათა მონასტრის დაარსება და მოძღვრობა.
1930 ან უფრო გვიან – მ. იოანე ვლახოსის და მ. ეფრემ კარაიანისის საძმოში მიღება.
1934 – მ. ათანასეს (ბერის ხორციელი ძმის) საძმოში მიღება.
1935 – ღირსი ეფრემ კატუნაკელთან შეხვედრა.
5/18-7-1935 – მამა ათანასეს დიდ სქემაში აღკვეცა.
1935-1938 – „შემთხვევითი საძმოს“ ჩამოყალიბება: მ. გერასიმე მენაია, მ. სპირიდონ კამპანაო და მ. ათანასე ბალსამაკი.
1937 იანვარი – დედის – მარიამის (მონაზონ აგათანგელის) გარდაცვალება.
1938 იანვარი – მამა იოსებისა და მამა არსენის გადასვლა წმიდა ანას მცირე სკიტის გამოქვაბულებში.
1945 დასაწყისი – მილტიადეს – ბერის და ერგინას მეუღლის გარდაცვალება.
1945 ზაფხული – ბარბარეს მორჩილად მისვლა: თრაკიელ-მაკედონელთა მიძინების მონასტერში.
1945 შემოდგომა – ლეონარდოს – ბერის ძმის გარდაცვალება.
28-2/13-3-1947 – ბარბარეს (მონაზონ ბრიენას) აღკვეცა.
1947 გაზაფხული – მამა სოფრონის (შემდგომში ბერ იოსებ ვატოპედელის) საძმოში მიღება.
24-10/6-11-1947 – ახალგაზრდა იოანეს (შემდგომში ბერ ეფრემ არიზონელის) საძმოში მიღება.
14/27-9-1950 – ხარლამპის (შემდგომში დიონისიელის) საძმოში მიღება.
1951 მარტი – ძველმესტილეებთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა.
1951 ოქტომბერი – მ. ხარლამპის აღკვეცა და დიაკვნად ხელდასხმა, მეორე დღეს კი – მისი მღვდლად, ხოლო მ. ეფრემის დიაკვნად ხელდასხმა.
1/14-10-1952 – ერგინას, ბერის დის გარდაცვალება (სიკვდილის წინ მონაზვნად აღიკვეცა).
1952 ოქტომბერი – მ. ეფრემის მღვდლად ხელდასხმა.
1953 – ბერის დისშვილ დიონისეს დაქორწინება.
1953 სექტემბერი – საძმოს გადასვლა ნეა სკიტის ხარებისა და ნათლისმცემლის მიტოვებულ კალივებში.
1954 – მონაზონ ბრიენას, ბერის დისშვილის გადასვლა ატიკის დაბა სტამატაში, შემდგომში იქ ღმრთისმშობლის ხატის „მირტიდიოტისას“ სახელობის მონასტრის დაარსება.
1957 – ბერის შეხვედრა მ. პანტელეიმონ მიტროპულოსთან.
31-12/1-13-1957 – კარბუნკულის გაჩენა.
1958 – ლოგინად ჩავარდნა (იანვრიდან მაისამდე).
1/14-1-1959 – მძაფრი დისპნოეს გაჩენა.
1/14-2-1959 – გულის შეტევა.
1959 ივლისი – მთავარანგელოზ მიქაელის მიერ სიკვდილის მოახლოების უწყება.
15/28-8-1959 – ბერ იოსებ ისიქასტის გარდაცვალება ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე.
1962 აგვისტო – წმიდა ნეშტის აღმოყვანება.
9-3-2020 – მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ბერ იოსებ ისიქასტის, ბერ სოფრონ ათონელის, ბერ ეფრემ კატუნაკელის და სხვათა ოფიციალური კანონიზაცია.