ათანასე

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი – ადამიანებთან კეთილად ლაპარაკის სწავლა

დიდი საქმეა სხვა ადამიანებთან კეთილად ლაპარაკის სწავლა, დაე სიყვარულის სიუხვე იყოს ჩვენს გულში და მოჭარბებულად გარდამოედინოს ჩვენს ბაგეთაგან. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები და მათ შორის ჩვენც, ვინც ეკლესიის წევრებად ვითვლებით, უმეტესწილად არასახარბიელო მდგომარეობაში ვიმყოფებით ამ მხრივ, თითქოს საფასურს ვიხდიდეთ იმაში, რომ ადამიანისათვის კეთილი სიტყვა გავიმეტოთ! ერთ კეთილ სიტყვას თუ ვიტყვით და მორჩა! დიდი წვალების მიუხედავად მეტად ვეღარ ვახერხებთ, რომ რაიმე კეთილი გამოვწუროთ ჩვენგან!

ნახეთ, რატომ არის ცოლ-ქმრული კავშირები ასე სუსტი? იმიტომ, რომ ერთი მეორეს კეთილ, თბილ სიტყვას ვერ იმეტებს, არადა, ეს ხომ ძალიან ადვილია! ჩვენ ვიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას, გვინდა გავხდეთ ქრისტიანები, სახლში კი ცოლი ქმარს არ ეტყვის კეთილ სიტყვას და ქმარი კი – ცოლს.

ასეთ შემთხვევაში, არა მხოლოდ ლოცვას ვერ შევძლებთ, არამედ ვერ შევძლებთ ადამიანებთან სწორ ურთიერთობასაც. მახსოვს უამრავი ადამიანი, რომელიც დიდი კრძალულებით გამოირჩეოდა სხვების მიმართ. ისინი ძლიერ ყურადღებით, წვრილმანებამდე დაკვირვებით ცდილობდნენ ალერსიანნი ყოფილიყვნენ გვედზე მდგომთათვის, რათა არ დაემწუხრებინათ ისინი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ