სამწუხაროდ, გაუთვითცნობიერებულ საზოგადოებაში ადგილი აქვს გავრცელებულ ცდომილებას, რომლის თანახმადაც იესუს ლოცვა მსგავსია ბუდისტური იოგისა, ტრანსცენდენტალური მედიტაციისა და სხვა აღმოსავლური ეგზოტიკური სწავლებებისა. თუმცა, მსგავსება ძირითადად მხოლოდ გარეგნულია, ხოლო ყოველგვარი შინაგანი იდენტობა არ სცდება ადამიანის სულის ჩვეულ „ანატომიას“. ფუნდამენტალური სხვაობა მართლმადიდებლობასა და სხვა რელიგიებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ იესოს ლოცვა დაფუძნებულია ჭეშმარიტი, ცოცხალი და პიროვნული ღმერთის – სამების აღმოჩენაში. არცერთი სხვა გზა არ უშვებს ღმერთისა და მისდამი მლოცველი ადამიანის ცოცხალი ურთიერთობის საშუალებას.
აღმოსავლური ასკეტიზმი მიმართულია გონების პირობითობისგან და დროებითისგან გათავისუფლებისკენ, ისე, რომ ადამიანი გაიგივებული იყოს გაუპიროვნებულ აბსოლუტთან. ამაბსოლუტში ნაგულისხმევია ადამიანის “ბუნების” პირველსაწყისი, რომელმაც მრავალსახოვან და მუდმივად ცვალებად განმიწიერებულ ცხოვრებაში შესვლის გზით, გადაგვარება და დეგრადაცია განიცადა. ასკეტური პრაქტიკა, მსგავსად ამისა, უპირველესყოვლისა, კონცენტრირებულია თვითობრიობაზე და მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფაზე. მისი ინტელექტუალური არსი უარყოფს ადმიანის ბუნების სისრულეს, რადგან არ ითვალისწინებს გულის ფაქტორს. ადამიანის მთავარი ამოცანა უსახელო ზეადამიანურ აბსოლუტთან დაბრუნებაში მდგომარეობს, რათა სრულად მოხდეს მასში გაქრობა. სწორედ ამიტომ, მან უარი უნდათ ქვას სულზე ამ უპიროვნო, ზეადამიანური აბსოლუტის სასარგებლოდ და სწორედ ამაში მდგომარეობს ამგვარი მიდგომის ნეგატიური მხარე.
ლოცვა სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანი გამოხატავს სიყვარულს ლოცვის გზით და თუ ჩვენ ვლოცულობთ, ეს ჩვენი ღმრთისადმი სიყვარულის მანიშნებელია. თუ ჩვენ არ ვლოცულობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გვიყვარს ღმერთი, ანუ ჩვენი ლოცვის საზომი – ღმრთისადმი სიყვარულის საზომის ტოლფასია. წმინდა სილუანე ღმრთის სიყვარულს ლოცვასთან აიგივებს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმრთისადმი უყურადღებობა, მისდამი “გულმავიწყობა”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც არ ებრძვიან ლოცვითა და ღმრთის სახელის მოხმობით. თუ ჩვენ დავიმდაბლებთ თავს და მოვუხმობთ ღმრთის შეწევნას, მის სიყვარულზე მინდობილნი, ჩვენ მოგვეცემა ძალა ნებისმიერი ვნების გადასალახად, მაგრამ თუკი ჩვენ არ ვფიქრობთ ღმერთზე, მტერი იოლად გაგვანადგურებს.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ