sofronios

იგი თანამედროვე გრიგოლ პალამაა…

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი მამა სოფრონ ესექსელის (სახაროვი) შესახებ

იგი თანამედროვე გრიგოლ პალამაა. ზოგჯერ მრავალი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ხელთუქმნელ ნათელში. როდესაც აღავლენდა ლიტურგიას და წარმოთქვამდა სამღვდელო ლოცვებს, მისი ბაგეებიდან იფრქვეოდა ნაპეწკლები და ცეცხლის ალი. ზოგჯერ ხედავდნენ ასეთივე ნაპერწკლებს მისი სამღვდელო შესამოსლიდანაც კი.

ერთ თესალონიკელ ქალბატონს შვილი ჰყავდა ლეიკემიით ავად და წავიდნენ ინგლისში, რათა ოპერაცია გაეკეთებინათ. მოძღვარმა უთხრა: “რადგან ლონდონში მიემგზავრებით, ესტუმრეთ ესექსს და აიღეთ ლოცვა-კურთხევა მამა სოფრონისგან”.

ეს ის დღე იყო როდესაც მიიძინა მოძღვარმა და მისი სხეული ტაძარში ესვენა, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ უნდა დაეკძალათ.

დედა შვილთან ერთად მოვიდა მონასტერში და ერთ ბერს უთხრა:

– გვსურს მამა სოფრონისგან ლოცვა-კურთხევის აღება.

ბერს ეგონა, რომ მათ არ იცოდნენ გარდაცვალების შესახებ და ნაღვლიანად უთხრა:

– მიბრძანდით ტაძარში, ის იქაა.

როდესაც დედამ იხილა გარდაცვლილი მამა სოფრონი გაოგნდა და ტირილი დაიწყო, უამბო თავისი უბედურების შესახებ. ბერმა უთხრა:

– გაატარეთ თქვენი შვილი მამა სოფრონის წმიდა სხეულის ქვეშ.

ეს ყოველივე რომ აღასრულეს წავიდნენ საავადმყოფოში. გააკეთეს ანალიზები ოპერაციის წინ, მაგრამ ოპერაცია აღარ იყო საჭირო – გოგონას აღარაფერი აღარ სჭირდა.

იგი თანამედროვე წმიდანია… ის იყო მგლოვიარე ადამიანი. ერთმა ბიჭმა ჰკითხა:

-მამაო, მთელი დღის განმავლობაში რატომ იცინი და იღიმი?

მამა სოფრონმა მიუგო:

-რადგან მთელი ღამე ვტირი.

ფოტოზე გამოსახულნი არიან: ვატოპედის მონასტრის იღუმენი ეფრემი (ვატოპედელი), წმიდა სოფრონ ესექსელი და არქიმანდრიტი ზაქარია (ზაქარუ)

Share