24 მარტს, 20:00 საათზე, შედგა სტუდენტური პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო:
“ადამიანის საზრისი”
ჩართვას 200 ახალგაზრდა ესწრებოდა.
შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად მამა თეოდორემ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.