წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” წარმოადგენს სულიერი ცხოვრების პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, რომელიც თითოეული ქრისტიანისთვის ნამდვილი საგანძურია. 

ვატოპედის მონასტრის ნებართვით, evqaristia.ge – 01.07.2021 – დან შემოგთავაზებთ წიგნის ელექტრონულ ვერსიას. ხვალინდელი თარიღი სიმბოლურია, 1 ივლისი არის იოსებ ვატოპედელის დაბადების და გარდაცვალების დღე.

ხვალიდან, სტაბილური პერიოდულობით, საიტს შემოემატება წიგნის თითო თავი.

წიგნის ბეჭდური ვერსია ხელმისაწვდომია ჯვართამაღლების ტაძარში (მის: ფანასკერტელ-ციციშვილის #9)

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

“ამ წიგნის ღირსება არის ის, რომ დაწერილია ადამიანთა პირად ისტორიებზე დაყრდნობით, მათი მოღვაწეობის ჩვენებაზე დაყრდნობით: როგორ ცხოვრობდნენ, როგორ ლოცულობდნენ, როგორ ებრძოდნენ ვნებებს, დაცემულ ბუნებას, ამასოფლის სულს, როგორ ცდილობდნენ აეღორძინებინათ ისიქასტური სული და ჭეშმარიტი მონასტრული ცხოვრება, როგორი ადამიანური განსაცდელები ჰქონდათ, როგორ უმკლავდებოდნენ ამ განსაცდელებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ სულიერ მამა-შვილებს ერთმანეთთან…

ეს ყველაფერი ძალიან ცოცხლადაა გადმოცემული მამა ეფრემის (ვატოპედელი) დაწერილ წიგნში “ბერი იოსებ ვატოპედელი”…

ეს წიგნი სამაგიდო წიგნადაც შეიძლება იქცეს იმიტომ, რომ მას ერთხელ წაკითხვა არ ყოფნის. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ თითოეულ თქვენგანს ეს წიგნი ჰქონდეს. 

ჩვენთვის იოსებ ისიქასტი, მთელი ეს საძმო განსაკუთრებულად ძვირფასია, პირადად ვიცნობთ ამ ადამიანებს, ტაძარი გვაქვს იოსებ ისიქასტის სახელობის და ჩვენთვის უპირატესია ახლა, რომ თქვენ ეს ცოდნა, რომელსაც ამ წიგნიდან მიიღებთ, ხელმოსაკიდად გქონდეთ, დაგაინტერესოთ, კითხულობდეთ, ფიქრობდეთ…

წიგნი ბრწყინვალედ თარგმნა მამა თეოდოხემ (სამღვდელო დიაკონი მამა ეფრემ ვატოპედელთან). წიგნში მამა ეფრემის სინტაქსიც დაცულია, მაგრამ თან კარგი ქართულით არის ნათარგმნი. 

წიგნის ეს გამოცემა ეძღვნება ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს”

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •