IO2A8998 01

არქიმანდირიტი გიორგი კაფსანისი – ქრისტეს ჯვარი და მისი მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში

ქრისტესმიერი ცხოვრება არ არის უზრუნველი, უდარდელი, უპასუხისმგებლო, უშრომელი არსებობა. იგი შეიცავს ნამდვილ ბედნიერებას, უზომო და არსებით სიხარულს, ღრმა სიმშვიდეს, რაც თანდათანობით მიიღწევა; მისი შენარჩუნება და განვითარება მხოლოდ ჯვარისმიერი ცხოვრებით არის შესაძლებელია.

ქრისტეს ჯვარი დღესაც წმინდანთა, ქრისტეს მორწმუნეთა და მოწაფეთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი ამშვენებს ჩვენს ცხოვრებას, განგვანათლებს ქრისტეში, გვძენს გამოცდილებას, გვამზადებს აღდგომისათვის, მარადიული ცხოვრებისათვის.

ეკლესიის მიღმა მყოფ ხალხს ეშინია ქრისტეს ჯვრისა, იგი შეურაცხყოფს, სძულს და ყველანაირი გზით უარყოფს მას. ამრიგად, იგი რჩება მისი კურთხევის, მისი ძალისა და შეწევნის გარეშე, უიმედოდ ამქვეყნიურ და მომავალ ცხოვრებაში. ქრისტეს მდაბალი მოწაფეები მოთმინებით ტვირთულობენ თავიანთ ცხოვრებისეულ ჯვარს თუნდაც უძლურებებითა და ნაკლოვანებებით, რომლებიც დღითიდღე აღიხოცებიან და მათს სანაცვლოდ მორწმუნეთა ხორცსა და სულში გამოისახება უფალ იესოს სიყვარულის ჯვარისმიერი წყლულები (შდრ. გალატელთა მიმართ ეპისტოლე 6:17).

„ესენი არიან, რომელთაც დიდი გასაჭირი გამოიარეს და თავიანთი სამოსელი კრავის სისხლით განასპეტაკეს“ (აპოკ. 7:14).

ესენი არიან, რომელთაც შეუძლიათ ნამდვილი, ქრისტესმიერი სიყვარული, ძალუძთ, გაგებით მოეკიდონ მოყვასს მათი დაცემებ- ითა და უძლურებებით, მიიღონ ისინი, როგორებიც არიან, მაშინაც კი, როცა არ ღირს ამის გაკეთება, როგორც თავად უფალმა შეგვიყვარა ჩვენ ისე, რომ არ ვიყავით ამის ღირსნი.

ესენი არიან, რომლებიც საკუთარ ცხ- ოვრებაში ქრისტეს ჯვრის აღებით ინარჩუნებენ საღვთო მადლს ჩვენს დასნეულებულ სამყაროში და ამით სიცოცხლესა და სილამაზეს ანიჭებენ მას. არც დღესაა მცირე მათი რიცხვი, ვისაც უყვარს ქრისტეს ჯვარი თავის ცხოვრებაში. არ არიან მცირედნი ისინი, ვინც ამსოფლიურ მარტივ გზებს ქრისტეს ჯვარს ამჯობინებს და იმარხავენ „გზათა ფიცხელთა“ მხოლოდ და მხოლოდ „სიტყუა- სიტყუათათჳს ბაგეთა ქრისტესთა“ (შდრ. ფს. 16:4).

ღვთის მადლით, მათთან ერთად თანააღრაცხვა გვწადია ჩვენც, რომელთაც ჩვენი სისუსტეების გამო გვიჭირს ძველი კაცის, ჩვენი ამპარტავანი ლოგიკური აზროვნების ჯვარცმა ქრისტეს ჯვარზე და ვთქვათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: „ჯუარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო.”

Share