DSC9248 01

პიროვნულ ღმერთთან ადამიანის პირადი დამოკიდებულების შესახებ – ღირსი სოფრონი (ესექსელი)

უფალმა პონტოელ პილატეს უთხრა: „ამისთვს მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი“. პილატემ კი სკეპტიკურად უპასუხა: „რად არს ჭეშმარიტებად?“ – და დარწმუნებული, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა, ქრისტეს პასუხს არ დაელოდა და იუდეველებთან გავიდა. პილატე მართალი იყო: თუ კითხვაში – რა არის ჭეშმარიტება? – იგულისხმება ის უკანასკნელი ჭეშმარიტება, რომელიც ქვეყნიერების ყოფიერების საფუძველში დევს, მაშინ ამაზე პასუხი არ არსებობს. მაგრამ თუ პილატეს მხედველობაში ექნებოდა პირველჭეშმარიტება, ანუ თვითჭეშმარიტება, საკითხს იმგვარად დასვამდა, როგორც საჭირო იყო, კერძოდ: ვინ არის ჭეშმარიტება? – და პასუხსაც მიიღებდა, რადგან ცოტა ხნით ადრე უფალმა, რომელმაც წინასწარ განჭვრიტა პილატეს ეს შეკითხვა, პასუხი თავის საყვარელ მოწაფეებს და მათი სახით, მთელ მსოფლიოს (იოანეს სახარება, 14:6 – 18:37-38). გასცა საიდუმლო სერობაზე: „მე ვარ ჭეშმარიტება”.

მეცნიერება და ფილოსოფია სვამს კითხვას: რა არის ჭეშმარიტება? მაშინ როცა ნამდვილი ქრისტიანული რელიგიური ცნობიერება მიმართულია “ვინ” ჭეშმარიტებისკენ უსაფუძვლო მეოცნებეებად თვლიან, ხოლო მეცნიერებას კი მტკიცე საფუძველ- მეცნიერების და ფილოსოფიის წარმომადგენლები ქრისტიანებს ხშირად ზე დამყარებულად მიიჩნევენ და ამიტომ თავს პოზიტივისტებს უწოდებენ. ისინი ვერ იგებენ კითხვის, რა? მთელ ნეგატიურობას, ვერ იგებენ, რომ ნამდვილი, აბსოლუტური ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მხოლოდ „ვინ“ და არა „რა“, რადგან ჭეშმარიტება არ არის განყენებული ფორმულა. ან განყენებული იდეა, არამედ იგი არის თვით ცხოვრება. მართლაც, რა შეიძლება იყოს „რა“ ჭეშმარიტებაზე უფრო აბსტრაქტული და ნეგატიური? ამ დიდ პარადოქსს ჩვენ კაცობრიობის მთელ ისტორიულ გზაზე ვხედავთ, დაწყებული ადამის ცოდვით დაცემიდან. საკუთარი გონებით მოხიბლული კაცობრიობა გაბრუებული ცხოვრობს, ამიტომ პილატეს მსგავს კითხვას: რა არის ჭეშმარიტება? მხოლოდ პოზიტიური მეც- ნიერება და ფილოსოფია კი არ სვამს, არამედ ეს დიდი სიცრუე კაცობრიობის რელიგიურ ცხოვრებაშიც არის დამკვიდრებული და ადამიანები იქაც „რა“ ჭეშმარიტების ძიების გზას ადგანან.

გონებას მიაჩნია, რომ თუ იგი „რა“ ჭეშმარიტებას შეიცნობს, მაგიური ძალის მფლობელი და ყოფიერების თავისუფალი მბრძანებელი გახდება. რელიგიურ ცხოვრებაში გონებრივი ძიების გზაზე დამდგარი ადამიანი აუცილებლად პანთეისტური მსოფლმხედველობის მატარებელი გახდება, რადგან როცა ღმრთისმეტყველი გონება ცდილობს საკუთარი ძალებით შეიცნოს ღმრთაებრივი ჭეშ- მარიტება, ნებსით თუ უნებლიეთ იმავე საბედისწერო ცდომილებაში ვარდება, რომელშიც ჩაძირულია მეცნიერება, ფილოსოფია და პანთეიზმი; კერძოდ „რა“ ჭეშმარიტების ძიებასა და ჭვრეტაში.

„ვინ“ ჭეშმარიტება გონებით ვერ შეიცნობა, მისი შემეცნება მხოლოდ ყო- ფიერებაში ურთიერთობით, ანუ მხოლოდ სულიწმინდით არის შესაძლებელი. ამას ბერი სილოვანე მუდმივად ხაზს უსვამდა. თვით უფალი ამის შესახებ ასე საუბრობს: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი. და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ… ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდად რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი“ (იოანეს სახარება. 14:23–26). მართლმადიდებლური ასკეტური გამოცდილება უარყოფს განყენე- ბული ჭვრეტის გზას, როგორც არასწორს. მცდარ გზას ადგას ის ადამიანი, რომელიც საკუთარ საღმრთისმეტყველო აზრებში სიკეთის, მშვენიერების, მარადიულობის, სიყვარულის და ა.შ. განყენებულ ჭვრეტაზე შეჩერდა. ჭეშმარიტი გზა არც იმ ადამიანს აქვს შეცნობილი, რომლის გონება ყველა ემპირული სახისა და ცნებისგან განთავისუფლდა.

მართლმადიდებლური ღმრთისმჭვრეტელობა არ არის სიკეთის, სიყვარულის და ა.შ. განყენებული ჭვრეტა. იგი არც ყველა იმპერიული სახისა და ცნებისაგან გონების განთავისუფლებაში მდგომარეობს. ჭეშმარიტი ჭვრეტა ადამიანისაგან სულში ღმრთის შემოსვლით მიეცემა. ამ დროს სული ღმერთს ჭვრეტს და ხედავს, რომ იგი სიყვარულია, სახიერია, დიდებულია, მარადიულია, კარებს შელია, რომ იგი მთელ სამყაროზე მაღლა დგას, მაგრამ ამავე დროს, არაფრის განყენებული ჭვრეტა არ ხდება.ნამდვილი სულიერი ცხოვრებისთვის უცხოა წარმოსახვა, იგი ყველაფერში კონკრეტული და დადებითია. ღმერთთან ჭეშმარიტ ურთიერთობას ადამიანი პიროვნული ღმრთისადმი თავისი პირადი ლოცვით აღწევს. ნამდვილი ქრისტიანული სულიერი გამოცდილება არის ურთიერთობა აბსოლუტურად თავისუფალ ღმერთთან, ამიტომ იგი მხოლოდ ადამიანის ძალისხმევასა და ნებაზე არ არის დამოკიდებული, როგორც ეს არაქრისტიანული (პანთეისტური) გამოცდი- ლების შემთხვევაში ხდება. ჩვენი მოუქნელი სიტყვით ვერასოდეს შევძლებთ მკითხველისთვის იმის გადაცემას, რაც ასე გვანცვიფრებდა ბერთან (წმ, სილუან ათონელი) ურთიერთობის დროს. მასთან ცოც- ხალი საუბარი განსაკუთრებულ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად უბრალოებისა და სიმდაბლისა, მისი სიტყვა განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენდა, რადგან ეს იყო სიცოცხლის სულის მატარებელი ადამიანის სიტყვა, რომელიც მისი დიდი გამოცდილებიდან გამომდინარეობდა.

სილუანისთვის ქრისტეს გამოცხადება პირადი შეხვედრა იყო, რის გამოც ღმრთისადმი მისმა დამოკიდებულებამ ღრმა პირადი ხასიათი შეიძინა. ლოცვის დროს ბერი პირისპირ ესაუბრებოდა ღმერთს. პიროვნული ღმერთის შეგრძნება ლოცვას წარმოსახვისა და განყენებული აზროვნებისგან ათავისუფლებს და ყველაფერი შინაგანი ცოცხალი ურთიერთობის რაღაც უხილავ ცენტრში გადაჰყავს. შიგნით თავმოყრილი ლოცვა უკვე აღარ არის „ძახილი სივრცეში“, ხოლო გონება მთლიანად ყურადღებად და სმენად არის ქცეული. როცა ბერი ღმერთს მიმართავდა სახელით. მამაო, უფალო და ა.შ., ისეთ მდგომარეობაში გადადიოდა. „რომელი არა ჯერ–არიან კაცთა სიტყუად“ (2 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე 12:4), მაგრამ ვისაც თვითონ გამოუცდია ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა, ის ამას კარგად გაიგებს. ბერი სილუანე ასეთი მდგომარეობა მონასტრის ერთ–ერთმა შესანიშნავმა მოღვაწემ, მამა ტროფიმემ შენიშნა და შიშმა და განცვიფრებამ შეიპყრო, რის შესახებაც თვითონვე გვიამბო ბერის გარდაცვალების შემდეგ.

Share