efrem arizoneli 7

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – როგორც კი თვალებს გაახელთ, იესუს ლოცვას შეუდექით

ბერი იოსები [ისიქასტი] გვასწავლიდა: ”როგორც კი თვალებს გაახელთ, ეგრევე იესუს ლოცვას შეუდექით. არ მისცეთ გონებას იმის უფლება, რომ ფიქრებით იხეტიალოს და რაღაც დროის შემდეგ გაიხსენოს, რომ უნდა ილოცოს. თუ ასე მიმართავთ თქვენს ძალისხმევას, ღმერთი დაგეხმარებათ და მოგცემთ იმის უნარს, რომ ლოცვა მთელი დღის განმავლობაში ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს თქვენთვის. თან იშრომებთ, შრომასთან ერთად განუწყვეტლივ ილოცეთ. მაშინ იკურთხება თქვენი შრომა, ბაგე, ენა, გული, ადგილი, დრო და უპირველეს ყოვლისა – თავად ადამიანი, რომელიც ღმერთის სახელს მოუხმობს. ლოცვით შეიარაღებული, ღმრთაბრივი ძალით დაცული გახდება ბოროტისგან, რადგან იესუს ლოცვა დევნის მათ.”

ჩვენც ბერის სწავლებით დავიწყეთ მოქმედება. უდაბნოში ვცხოვრობდით, გარშემო არავინ იყო და როგორც კი ვიღვიძებდით იესუს ლოცვას წარმოვთქვამდით ხმამაღლა. ვასრულებდით მორჩილებას თუ ტვირთს ვზიდავდით ლოცვა – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” განუწყვეტლივ აღესრულებოდა. ამას ძალიან დიდი სარგებელო მოჰქონდა. ვერ გადმოგცემთ სულში ისეთი სიხარული და ლმობიერება იყო. ხშირად იესუს ლოცვით ისეთი მადლი მოდიოდა, რომ ჩვენში ღმრთაებრივ სიყვარულს ვგრძნობდით, გონების ძლიერ აღტაცებას. მორჩილების დროს, გონება როგორღაც საოცარი სახით არა მარტო ლოცვის სიტყვებში იმყოფებოდა, არამედ ღვთის ჭვრეტაში, ჭვრეტაში მიღმიერი მარადიული სამყაროსი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ