efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – უკან ნუ დაიხევ, მტკიცე ნაბიჯით იარე

შვილო, მივიღე შენი წერილი. მტკიცედ იდექი, მჭიდროდ შემოირტყი სარტყელი და ბრძოლისთვის განემზადე, რადგან მატერიალური ნივთების მოსაპოვებლად კი არ იბრძვი, არამედ ზეციური, ღვთაებრივი მემკვიდრეობის მისაღებად, ისეთის, როგორზეც პავლე მოციქული გვეუბნება: ”რომელი თყალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა”. ასევე, ზეციურ სიკეთეთა გვერდით ”ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი” .

მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშნებს, რადგან მადლი ვნებების ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე, სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხნის ქრისტე გასაჭირისგან. გაუფრთხილდი შენს მიერ კარგად დაწყებულს, თავის მცირედ იძულებაში ნუ იზარმაცებ, რადგან ამის მისაღწევადაც საკმაო დრო იყო საჭირო!

მაშ, უკან ნუ დაიხევ, მტკიცე ნაბიჯით იარე. ზეცას მიაპყარი მზერა, ნახე, როგორ ბრწყინავს ცა – შენ გელოდება, შენთვის მარადიული სამყოფელი აქვს გამზადებული,! ქრისტე გელოდება! იგი შენს ბრძოლას თვალს ადევნებს, რამდენადაც შეგიძლია ძალ-ღონე მოიკრიბე – მხოლოდ ეს გადაგარჩენს. ვნებებისა და ეშმაკების სიძლიერის შემყურე, იმედს ნუ დაკარგავ – ქრისტესთვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ გამხნევდი, ნუ გეშინია, უფალი ჩვენთვის იბრძლებს, ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით.

წინ, შვილო! სიმამაცე იქონიე, გამხნევდი – უფალი ჩვენთანაა. სიმდაბლეს მოეჭიდე, იესუს ლოცვით შეიარაღდი, კითხვით განმტკიცდი, მამაცად ისწრაფოდე და უფალს შეჰღაღადე: ”შენდამი ვსასოებ, უფალო, ნუ მარცხვენ, შენზე ვამყარებ იმედს! (ფს. 106:43) გაამხნევე შენი მმართველი გონება. მეც შენთან ვარ და ჩემი გლახაკი ლოცვით განგამტკიცებ.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)