iulianne lazari

არქიმანდრიტი იულიანე ლაზარი – მუდამ გახსოვდეს ქრისტე და შენი გონება განათლდება

ლოცვა ღმერთთან საუბარს ნიშნავს. ქრისტიანი მუდამ ღმერთთან ერთად უნდა იყოს, როგორც წმინდა წერილი და წმინდა მამები გვასწავლიან, ეს შეუძლებელია მოუკლებელი ლოცვის გარეშე.

”მოუკლებელად ილოცევდით” (1.თეს. 5:17) ასე გვასწავლის პავლე მოციქული, ჯერ კიდევ ქრისტესშობიდან 64 წელს. ეს სიტყვები ყველა ადამიანს მიემართება, ყველა ქრისტიანს და არა მხოლოდ მონაზვნებსა და სასულიერო პირებს, რადგანაც როდესაც პავლე მოციქულმა ეს ეპისტოლე დაწერა, არც მონასტრები იყო და არც მონაზვნები. იყო მხოლოდ მოციქულთა მიერ დაარსებული ქრისტიანული საძმოები და თემები, სადაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. ვფიქრობ, რომ პავლე მოციქულის ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებთ, რადგან ის პირდაპირ ამბობს, რომ მოუკლებლად ვილოცოთ და არა ”თუ შეგიძლიათ”, ”თუ გინდათ”.

ეს საერთოდ არ არის რთული და შეუძლებელი. სადაც არ უნდა იყო, დადიხარ, თუ ელოდები ვინმეს, ეცადე გონებით იმეორო: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, დასაწყისისთვის, დღეში ათი ან თხუთმეტი წუთი მაინც ილოცე. დაჯექი მყუდრო ადგილას, როგორც მამები ამბობენ, პატარა სკამზე და დაიწყე: ”უფალო იესუ ქრისტე….” თავიდან თხუთმეტი წუთი, მერე ოცი, თუ შეგიძლია უფრო მეტიც. აუცილებლად დაგჭირდება გამოცდილი მოძღვარი, რომელსაც სრულიად გააანდობ, თუ როგორ მიმდინარეობს შენი ლოცვითი ღვაწლი, რა აზრები მოგდის, რა ცვლილებებს ხედავ და ა.შ.

მუდამ გახსოვდეს ქრისტე და შენი გონება განათლდება, რაც მეტს იშრომებ, მით მეტად იგრძნობ მის მყოფობას.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ