sofron saxarovi 4

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – ხშირად მლოცველი გონება ნათლდება ღვთისაგან

ჭეშმარიტი ლოცვით აღესრულება ჩვენი შესვლა ღვთაებრივ ყოფიერებაში სულიწმიდის ძალით. წმიდა ლოცვას მიჰყავს, იზიდავს გონებას გულის შიგნით და ერთად შეკრებს ადამიანს, გონებას და სხეულსაც კი. ლოცვისას გულის შემუსვრილება, საღვთო მადლთან შეერთებული ცრემლიანი ლოცვა არის უტყუარი დასტური იმისა, რომ გონება შეუერთდა გულს და რომ ნამდვილმა ლოცვამ იპოვა კუთვნილი პირველი ადგილი, ღმერთთან ზეაღსვლის პირველი საფეხური.

გონება, გულში ჩაძირული, განეშორება ამასოფლის სახეებს და სული მთელი ძალებით ღვთისკენ მსწრაფველი, შინაგან ლოცვაში, ღვთისგან გამომავალ ნათელში ხედავს საკუთარ თავს სრულიად განსაკუთრებული სახით. ხედავს ის ამასთან არა ცხოვრების გარეგან გამოვლინებებს და პირობებს, არამედ თავის თავს განშიშვლებულს თავის არსებაში და გახსნილს თავის სიღრმეში..

გულისმიერ ლოცვაში პიროვნული ღმერთის გრძნობა განწმენდს ლოცვას წარმოსახვებისა და განყენებული მსჯელობებისგან, გადაჰყავს რა ყველაფერი ცოცხალი შინაგანი ურთიერთობის რომელიღაც უხილავ ცენტრში. შინაგანად კონცენტრირებული ლოცვა აღარ წარმოადგენს “ხმობას სივრცეში” და გონება მთლიანად ყურადღებად და სმენად იქცევა. წმიდა ლოცვის მისაღწევად მოღვაწე ქრისტიანი თითქოსდა ყველაფერს ტოვებს თავის უკან და მოუწოდებს ღვთის სახელს. ბერი სილუანი იმყოფებოდა იმგვარ მდგომარეობაში, რომლის “გამოთქმა შეუძლებელია”(2.კორ.12:4), მაგრამ ვინც თავად განიცადა ცოცხალი ღმერთი, ის გაიგებს. ხშირად მლოცველი გონება ნათლდება ღვთისაგან.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)