XN1J7495

ბერი იოსებ ვატოპედელი – ერში გონიერი ლოცვის ღვაწლის შესახებ

ლოცვა არის ყოველი მორწმუნის ვალდებულება, ნებისმიერი ასაკის, სქესისა თუ მდგომარეობის, მიუხედავად.

ხიბლის საფრთხე ები, როგორც ამას ზოგიერთი გამოუცდელი ამბობს, არ არსებობს, თუ ლოცვის ღვაწლი სიმდაბლით და უბრალოებით აღესრულება. ყოველ ჯერზე, როდესაც ვლოცულობთ, აუცილებელია, რომ გონებაში არავითარი წარმოსახვითი გამოსახულება არ იყოს, თუნდაც ქრისტე, როგორი სახითაც არ უნდა იყოს, თუნდაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ან ნებისმიერი სხვა სახე ან გამოსახულება. რაიმეს წარმოსახვა იწვევს გონების გაფანტვას. უფრო მეტიც, წარმოსახული გამოსახულებით, გულისსიტყვებსა და ხიბლს ეხსნება გზა. ადამიანის გონება ლოცვის სიტყვების წვდომით უნდა იყოს დაკავებული, ხოლო თავად ადამიანი მთელი სიმდაბლით ელოდოს ღმრთის წყალობას. ამ დროს არავითარი ოცნება, სინათლე, მოძრაობა, კაკუნი, ხმაური არ უნდა მივიღოთ, ჩავთვალოთ, რომ ეს არის დემონური ხრიკები ჩვენი მოხიბვლისა და ხელის შეშლისთვის.

დამწყებთათვის ღმრთის მადლის მოსვლის ნიშანი არის სულიერი სიხარული და სასიამოვნო ცრემლები, ან შიში საკუთარი ცოდვებისა, რომელსაც სულში სიმშვიდე მოაქვს, რათა გაზარდოს კეთილშობილი მწუხარება. სულიერ ზრდასთან ერთად ადამიანი შეიგრძნობს ქრისტესადმი სიყვარულს, მაშინ წყდება გონების გაფანტულობა, ხოლო გული თბება ღმრთის სიყვარულით იმდენად, რომ მოღვაწე თვლის, რომ შეუძლებელია იგივეს კიდევ ერთხეულ გაუძლოს, მაგრამ ამავდროულად სურს და წყურია, რომ მუდამ ამ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, ისე, რომ სხვა არაფრის დანახვა და გაგონება არ სურს.

ჩემი წარმოდგენით, ყველაფერი ზემოთხსენებული იმდენად ნათელი და მარტივია, რომ ნებისმიერ მართლმადიდებელს შეუძლია მიაღწიოს ამ სულიერ სიხარულს და მხიარულებას. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს შენიშვნას ყველას, ვისაც ღმერთი უყვარს და საკუთარი სულის ხსნისათვის იღწვის. დაე, დაუყოვნებლივ გამოსცადონ ეს მშვენიერი საქმიანობა და მაშინ ვეღარ მოძებნიან სიტყვებს, რათა მადლობა უთხრან ღმერთს ამ წყალობისათვის, რომელსაც ის აძლევს ყველას, ვინც თუნდაც ცოტათი მაინც შრომობს. ასე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ასეთმა ხალხმა შეიძინონ კადნიერება და ხელები არ ჩამოყარონ, არც სულმოკლეობა გამოიჩინონ, როდესაც მცირე წინააღმდეგობას შეხვდებიან. თანამედროვე ბერებს, ვისთანაც მქონია შეხება, ერში მრავალი მოწაფე ჰყავდათ, მამაკაცები და ქალები, დაქორწინებულები და დაუქორწინებლები, რომლებიც დამწყებთა საფეხურიდან, ქრისტეს მადლით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდნენ. ”რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი დაუ ეცარი გამდიდრება გლახაკისა.” (ზირ. 11:21)

ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს უფრო უბრალო, მარტივი და თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდო მისულიერი ხელოვნება, როგორც ეს მოკლე ლოცვაა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, რომელსაც დიდი სარგებელი და წარმატება მოაქვს თანამედროვე ცხოვრების ეულ ქაოსში, სულიერი ცხოვრების უარყოფისა და ურწმუნოების პერიოდში.

მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ზის, მოძრაობს, ან რამეს აკეთებს, ან საწოლში წევს, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს – წარმოთქვას ეს მოკლე ლოცვა. ის თავის თავში მოიცავს რწმენის აღმსარებლობასაც, ღმერთის მოხმობას, სინანულს და იმედს – მცირე შრომისა და უმნიშვნელო ძალისხმევის ფასად საყოველთაო მცნების აღსრულებას: ”მოუკლებელად ილოცევდით”.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ