efrem kat

წმინდა ეფრემ კატუნაკელი – სიბეჯითე და გულმოდგინება ლოცვაში

– მამაო, ლოცვის თქმა მავიწყდება.
”ეს არც არის გასაკვირი, შვილო, რადგან შენ ლოცვა არ იცი და მხოლოდ ახლა იწყებ სწავლას. აუცილებელია, ისეთივე სიბეჯითე და გულმოდგინება გამოიჩინო, როგორც სხვა ცოდნის შეძენისას იჩენდი. ამ საქმეში განსაკუთრებით გვებრძვის ეშმაკი, რათა წინ აღუდგეს ჩვენს წინსვლას. საჭიროა სიმტკიცე, გულმოდგინება, თავის იძულება. იაკობ მოციქული გვასწავლის: ”წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქვენგან”.

რამდენი რამ შევიძინე მე ამ სკვნილისა და მოუკლებელი იესუს ლოცვის წყალობით! რამდენ საცდურსა და განსაცდელს გავექეცი, რომელთა დაყოლაც შეიძლება ცხონების ფასად დამჯდომოდა!

დაბნელებულ გონებას, რომელიც ვნებებით, უმოქმედობით და უამრავი მიზეზებით არის დატყვევებული, არ სურს ქრისტეს მოუხმოს საშველად. ამიტომ იძულებით უნდა ვაკეთებინოთ საქმე, რომელიც ჩვენი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, რადგან უფალი ბრძანებს: ”თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიც ყოფად არცა ერთი”. ჩვენი ბერი იოსები(ისიხასტი) მუდამ შეგვახსენებდა ღირსი იოანე სინელის სიტყვებს: ”იძულება ბუნებისა სამარადისო”.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)