ხატ წმ.იოანე ოქროპირი

წმინდა იოანე ოქროპირი – გონიერი მსახურება ქრისტეში ცხოვრებაა

როგორ უნდა შევწიროთ სხეული ღმერთს?
თვალი ცუდს ნუ შეხედავს, ენა სამარცხვინოს ნუ იტყვის, ხელი უსჯულოებას ნუ ჩაიდენს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი: ხელმა მოწყალების საქმე ჰქმნას, ბაგეები მაჭირვებლებს ლოცავდეს, სმენა მუდამ ღვთის სიტყვის გაგონებაში იწვრთნებოდეს, შესაწირავი მსხვერპლი უმწიკვლო უნდა იყოს.

გონიერი მსახურება ქრისტეში ცხოვრებაა. სხვა დროს როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, ღმრთის მსახურებისას და მღვდელმოქმედებისას კონცენტრირდება და ღრმავდება საკუთარ თავში, ხდება კეთილკრძალული. სწორედ ამგვარ ღმრთისმსახურებისა და მღვდელმოქმედების მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ მთელი ცხოვრება. ეს კი მაშინ იქნება ამგვარად, როდესაც ყოველდღე იმღვდელმოქმედებ საკუთარ სხეულში და სათნოებებს შესწირავ ღმერთს. სწორედ ეს იქნება გონიერი მსახურება.

მოციქული [პავლე] გვიჩვენებს რა, რომ თითოეული საკუთარ სხეულში და ცხოვრებაში მღვდელია, წარმატების მიღწევის გზებსა და მეთოდებზეც გვესაუბრება, როცა ამბობს “ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არმედ გარგაიქმენით თქვენი გონების განახლებით” (რომ. 12:20), ამით მოციქული გვასწავლის, რომ საჭიროა გარდაქმნა არა იმდენად გარეგნულად, რამდენადაც შინაგანად, არსობრივად. რითაც გვმოძღვრის, რომ სათნოებანი არა გარეგანი, არამედ შინაგანი მოცემულობაა. ამიტომ გარეგანის უგულვებელსყოფა შინაგანს მიგვაღწევინებს.

მთავარი ფოტო: წმინდა იოანე ოქროპირის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)