18538

წმინდა იოანე სინელი – თავმდაბლობას ჭაბუკიც და მოხუცებულიც უცდომლად მიჰყავს სინანულისკენ

როცა გონება ღვინით უბნელდებათ და ეცემიან, წყლით იბანებიან, ხოლო როცა ვნებებით ეცემიან – ცრემლებით.
სხვაა გონების ამღვრევა, სხვა – შეშფოთება და სხვა – დაბნელება. პირველის მკურნალი არის მარხვა, მეორის – დაყუდება, ხოლო მესამისა – მორჩილება და უფალი იესო ქრისტე, რომელიც „იქმნა გიგი მორჩილ“ (ფილიპ. 2; 8).

ზოგიერთის აზრით, ძველი ცოდვებით დაცემა ძველი ცოდვების არასრულფასოვანი მონანიების შედეგია. გასარკვევია, ყველამ ღირსეულად და სრულფასოვნად შეინანა, ვინც ძველი ცოდვებით აღარ ეცემა?
ზოგიერთი ძველი ცოდვებით იმიტომ ეცემა, რომ მათ დავიწყების უფსკრულში ისვრის და არ ფიქრობს, როგორი ტანჯვა ელოდება მათ გამო. ზოგიერთი იმიტომ სცოდავს, რომ ავხორცობის გამო ღმერთს ზომაზე მეტად კაცთმოყვარედ მიიჩნევს ან ცხონების იმედი აქვს დაკარგული. ვინმემ, შეიძლება გამკიცხოს კიდეც, მაგრამ მაინც ვიტყვი: კიდევ იმიტომ ეცემიან, რომ უკვე ვეღარ თოკავენ ამ მტერს, ხორცს, რომელიც მათზე გამარჯვებას არის დაჩვეული.

ერთმა სულიერმა და განსწავლულმა ძმამ იმ საკითხთან დაკავშირებით დამისვა კიტხვა, რისი გაგებაც თავად მინდოდა: „რომელი ცოდვით მდაბლდება გონება და რომლით – ამაყდება?“ მე ვაღიარე უცოდინრობა. მაშინ მან მითხრა: „ცოდნის მცირე საფუარს მოგცემ და შემდეგ თავად გამოიძიე. ვერ აამაღლებს გონების რქას სიძვა, ნაყროვანება, მრისხანება, მოწყენილობა და ძილი; ხოლო ვერცხლისმოყვარეობა, უფროსობის მოყვარეობა, მრავლისმეტყველება, განკითხვა და სხვანი ბოროტებას ბოროტებაზე უმატებს და გონებას აამაყებს.“

ერთნაირი ბრძოლები არ აქვთ ახალგაზრდა და ხანდაზმულ მონაზვნებს, რამეთუ სხვადასხვაა მათი სენიც; მაგრამ თავმდაბლობას ჭაბუკიც და მოხუცებულიც უცდომლად მიჰყავს სინანულისკენ. აი, ამიტომ არის ტავმდაბლობა ნეტარი და სანატრელი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ