IMG 0300

წმინდა სოფრონ ინგლისელი – რა არის ცოდვა?

რა არის ცოდვა ქრისტიანის გაგებით? ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი, მეტაფიზიკური მოვლენაა. მისი ფესვი ადამიანის სულიერი ბუნების მისტიურ სიღრმეში დევს. ცოდვის არსი არის არა ზნეობრივი ნორმების დარღვევა, არამედ იმ მარადიული ღმრთაებრივი ცხოვრებისგან განდგომა, რომლისთვისაცაა შექმნილი ადამიანი და რომლისკენაც იგი ბუნებრივად, ანუ თავისი ბუნებით არის მოწოდებული.

ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სულის საიდუმლო სიღრმეში აღსრულდება, მაგრამ მისი შედეგები მთელ ადამიანს აზიანებს. ჩადენილი ცოდვა აისახება ადამიანის სულიერ და ფიზიკურ მდგომარებაზე, მის გარეგნობასა და ბედზე, მაგრამ ამასთან, იგი აუცილებლად გამოდის მისი ინდივიდუალური ცხოვრების საზღვრებს გარეთ და ბოროტებით მთელ კაცობრიობას ამძიმებს, ანუ აისახება მთელი სამყაროს ბედზეც.

კოსმიური მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენი წინაპრის, ადამის ცოდვას კი არ ჰქონდა, არამედ თითოეული ჩვენგანის ცხადი თუ ფარული ცოდვაც ასევე გავლენას ახდენს მთელი სამყაროს მდგომარეობაზე.
ხორციელი ადამიანი, სულიერისგან განსხვავებით, ვერ გრძნობს ჩადენილი ცოდვის შედეგებს; იგი ვერ ამჩნევს საკუთარ თავში ცოდვის ჩადენის შემდეგ მომხდარ ცვლილებებს, რადგან ყოველთვის სულიერი სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება და არ აქვს შეცნობილი სულის მარადიული ცხოვრება. სულიერი ადამიანი კი თავისი ნების ცოდვისკენ ყოველი გადახრის დროს ხედავს მადლის შემცირებით გამოწვეულ ცვლილებებ

Share