იესუს ლოცვით, ამ ღვაწლის სწორად წარმართვით, ანუ სწორი სულიერი ცხოვრებით ჩვენში მარადიული ღმერთის განცდა იბადება, რაც მთელს ჩვენს არსებას აღავსებს, გონებას აღიტაცებს და ახალი სიცოცხლის არსებობის შესახებ გვაუწყებს. ღვთაებრივი ნათელი სწორედ მისი სახელის მეშვეობით შემოდის ჩვენში.
ეკლესიაში ყველა საიდუმლოება ღმერთის სახელის მოხმობით აღესრულება, პირველ რიგში: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით. მთელი ჩვენი ღმრთისმსახურება ღვთის სახელის მოხმობაზეა დაფუძნებული. ჩვენ რათქმაუნდა არ ვამბობთ იმას, რომ ქრისტეს სახელი მაგიურ ძალას შეიცავს, მაგრამ რწმენის აღმსარებლობით, კრძალვით, გულის შემუსვრილებით, ღვთის შიშით და სიყვარულით მოხმობილი ქრისტეს სახელით ღმერთი ჩვენში შემოდის.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)