24 აგვისტოს, 20:45 სთ-ზე, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზოში, “ათონის დარბაზის” ორგანიზებით ღია ცის ქვეშ, სახელმწიფო რეგულაციების სრული დაცვით, ჯვართამაღლების სამრევლოს მონაწილეობით შედგა ტელეხიდი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და ნავპაკტოსის მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსს შორის.
სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფე იეროთეოსს დაუსვეს სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული აქტუალური და პრაქტიკული კითხვები.
შეხვედრა უზრუნველყოფილი იყო სკამებით, პირდაპირი ჩართვისათვის განკუთვნილი დიდი ეკრანითა და ყველა საჭირო ტექნიკური ინვეტნარით.