ზაქარუ1 1 scaled e1600982506404

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – იესუს ლოცვის მიზანი

ადამიანისთვის ქრისტესთან შეხვედრა მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც აცნობიერებს, რომ მკურნალი ესაჭიროება და მდაბალი, შემუსვრილი გულით მიეახლება მას. გულით, რომელსაც სწყურია ღმერთთან ურთიერთობა. სწორედ ამაში მდგომარეობს იესუს ლოცვის მიზანი, რადგანაც ქრისტე ერთადერთი ჭეშმარიტი შუამდგომელი და მეოხია ჩვენი ზეციურ მამასთან. მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი სულის განკურნება. ამიტომაც იესუს ლოცვა ერთგვარი აღმსარებლობაა, რომლითაც ვაღიარებთ, რომ ძე ღმერთი კაცობრიობის გადასარჩენად განკაცდა და ასევე, როგორც იოანეს სახარებაში ვკითხულობთ, რომ ჩვენი მხსნელის, იესუ ქრისტეს გარეშე საერთოდ არაფერი შეგვიძლია.

ლოცვის მეშვეობით ადამიანი ვნებებისგან განწმენდის პროცესს გადის. ქრისტიანი გონებით გულში ღრმავდება, მოუკლებლად მოუხმობს იქ ქრისტეს სახელს და ამგვარად წარსდგება იგი ლოცვით ღმრთის წინაშე. ამ დროს მის გულში განწმენდა იწყება, როდესაც უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ”სულითა პირისა მისისაითა” განაქარვებს ყოველგვარ უწმინდურობას და ბოროტებას, რაც ადამიანის გულში ბუდობს. იესუს ლოცვით თანდათანობით განგვეშორება ყველაფერი, რაც გულზე სიმძიმით გვაწვება.

იესუს ლოცვით გული ნელნელა თავისუფლდება ვნებების ტყვეობისგან. განწმენდის ხარისხთან ერთად, ჩვენს შინაგან სამყაროში თანდათანობით გამოისახება ქრისტეს ხატება. როდესაც ეს ხატება სრულ სისავსეს მიაღწევს, მაშინ გარდაიქმნება გული, რომელშიც მადლი გამობრწყინდება და აძლევს ადამიანს უნარს თავის თავში მთელი ქმნილება დაიტოს და ყველასთვის ილოცოს.

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)