efrem arizoneli 2

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ვეცადოთ ლოცვისას გონება არ გაგვექცეს და არ ჩაერთოს ოცნება

***
როგორც წმ. ეფრემ ასური ამბობს: „დაუკვირდი, ეშმაკი შემთხვევით არ მოდის შენთან, ისგულუბრყვილო როდია, გაფრთხილდი და საწყისშივე დაამარცხე ბოროტება, რათა არ გადაიქცეს ლომად, თორემ ძვლებს შეგიმუსრავს“. ამიტომ, ახლა, სანამ ის მცირეა და ოცნება სუსტია, აღმოფხვერი, დაუყოვნებლივ განაგდე და ხელთ იპყარ იარაღი. რა იარაღია ეს? ქრისტეს სახელი! „საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი“ (ფს.90). თავი დაიცავი იაკობის ღმერთის სახელით! ღმრთის სახელი – ქრისტეა! ასე, რომ ხელთ იპყარ იარაღი და შემუსრე ის, რაც გეჩვენება მცირედ, რადგან თუ მას ეხლა არ შემუსრავ, ამის გაკეთება ხვალ მოგიწევს დიდი ტკივილით და ამისთვის დაგჭირდება ხმალი. რატომ უნდა შეიმთხვიო ასეთი შრომა მომავალში, როცა ეხლა ადვილად შეგიძლია ამის დასრულება და თავის დახსნა შემდგომი სიძნელეებისგან? ასე რომ, როგორც წმ. მამები ამბობენ: „ყურადღებით იყავი!“ პავლე მოციქულის თანახმად – ყველაფერში ყურადღებიანი, იფხიზლე ყოველივეში, იყავი ყველაფერში წინდახედული, ყოველივეს დააკვირდი, არაფერი დატოვო ყურადღების მიღმა რაც შესაძლოა საცდურად გექცეს, აკონტროლე შენი თვალები, აზრები, ოცნებები, სხეულის მოძრაობა და გული. დაე ყელაფერი საღმრთო ნათლით გამოიცადოს. ეს ღმრთისგანაა თუ არა? ეს უნდა მივიღო თუ არა? და როცა გულისხმავყოფ, რომ ეს მზაკვრული ან ბოროტია, ჰაიტ! სდექ! ლოცვით შევმუსრავ და საქმეც დამთავრებულია. დასრულდა და აღარ ვითარდება.

***

ესე იგი როცა ვლოცულობთ და ვიღებთ აზრებს ან გონება გაგვირბის და დაეხეტება აქეთ-იქით და ლოცვას აქვს ფორმა შინაარსის გარეშე. ამიტომ ვეცადოთ ლოცვისას გონება არ გაგვექცეს და არ ჩაერთოს ოცნება – ისეთი რამ, რომელსაც ლოცვასთან არაფერი აქვს საერთო, რომლითაც ვლოცულობთ იმ დროს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ვაცნობიერებდეთ რას ვეუბნებით ღმერთს. თუ ჩვენ, მასთან მოსაუბრეებს ვერ გაგვიგია ჩვენივე ნათქვამი, როგორღა ველით, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენსას? როცა არ ვიცით ლოცვისას რას ვამბობთ, რადგან გონება გაგვირბის; ენა ერთს ამბობს  დაგონება სხვაგანაა, და ხანდახან ვამბობთ: „ხომ ვთქვი მამაო ჩვენო, და მე ამის მწამს“ მაგრამ ამ სიტყვებს ძალა არა  აქვთ, რადგანაც გონება გაგვექცა. ამიტომ ხანდახან და უმჯობესია ყოველთვის შევინარჩუნოთ გაუფანტავი ლოცვა: „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე.“ ეს მოკლე, ხუთსიტყვიანი ლოცვა არ საჭიროებს დიდ შრომას, რომ გაუფანტავად გვეპყრას. მაგრამ იგი ძალიან ძლიერია, როგორც ეს პრაქტიკიდან ჩანს, რამეთუ თავის თავში შეიცავს ქრისტეს წმიდა სახელს, აქვს ძალა და მადლმოსილია. ჩვენი სახელებივით კი არაა, რომლებსაც არ აქვთ დიდი მნიშვნელობა. მაგრამ უფლის სახელს აქვს ქრისტეს სრული ძალა და მადლი. ამიტომ, უსაფრთხოდ რომ ვიყოთ, ღმრთის საფარველქვეშ, საჭიროა, მაგალითად გაღვიძებისთანავე, როცა ვდგებით, სამსახურში წასასვლელად და ა.შ. როგორც კი გავახელთ თვალებს, იმწამსვე ვიწყებთ ქრისტეს სახელის მოხმობას. ვლოცულობთ: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო იესუ ქრისტე…“ როცა ადგომისას თავის მოწესრიგებას ვიწყებთ, ვლოცულობთ გონებით, ჩურჩულით: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. უფალო, იესუ ქრისტე…“ თან ვაკეთებთ ჩვენ საქმეებს. მანქანაში ვარ თუ სამსახურში, ჯვარს ვსახავთ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ და ვიმეორებთ: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო შემეწიე მე.“ გონებით უფალთან ვართ. ეს ისაა, რაც გვიცავს მტრის ყველა მანქანებისგან და ამასთან ერთად ჩვენ ცხოვრებას უსაფრთხოს ხდის. რადგანაც ქრისტეს სახელი ჩვენ უხილავი ძალით, მადლითა და საფარველით გვიცავს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ